ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / არა დამანგრეველ ჰესებს-„სოფელ ხევში, მდინარე გუბაზეულზე აპირებენ ააშენონ ჰესი..“-გაიოზ მამალაძე

არა დამანგრეველ ჰესებს-„სოფელ ხევში, მდინარე გუბაზეულზე აპირებენ ააშენონ ჰესი..“-გაიოზ მამალაძე

მიმართვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, გურიის რეგიონის ხელმძძღვანელობასა და საქართველოს მთავრობას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში, მდინარე გუბაზეულზე აპირებენ ააშენონ ჰესი… ერთი უკვე აშეებულია მეზობელ სოფელ ბუქსიათში და დარღვევითაა აშენებული, არც გამართულად მუშაობს, საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, ერთხელ კინაღამ ხევის სკოლის მოსწავლეები დაახრჩო ჰესიდან გამოშვებულმა დიდი რაოდენობის წყალმა, გარემოც დაბინძურდა და დაჭაობდა, რადგან მდინარე გვურაბში მოაქციეს, ნესტმაც იმატა… სოფელ ხევის მოსახლეობა კატეგორიული წინააღმდეგია ჰესის აშენების… კომპანია “გროს ენერგო ჯგუფის” მესვეურები ითხოვენ, გაგვაბურღვინეთ მაინც, რომ შედეგები დავდოთ, რათა კომპანია არ დააჯარიმოს მთავრობამო…, რაც დემაგოგიაა, სიცრუეა და ხალხის მოტყუების მცდელობაა, რაც მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა…ჯერ ხალხისთვის უნდა ეკიტხათ, და მერე შეეთავაზებინათ მთავრობისთვის პროექტი (მთავრობაც მოატყუეს ალბათ, ხალხი თანახმაო) სოფლის მოსახლეობის ინტერესებს იცავს სოფლის დეპუტატი ზვიად მამალაძე, იგი, როგორც სოფლის ,მოსახლეობა და ასევე სოფელ ხევიდან გამსული ადამიანები, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან კომპანიის ეშმაკურ პოზიციას და კატეგორიულად მოითხოვენ, არავითარი ბურღვა, არავითარი სამუშაოების დაწყებაო… სოფლის მოსახლეობამ შეაგროვა ხელმოწერები, სადაც პაროტესტებენ სოფელ ხევში ჰესის აშენების მცდელობას… ადგილობრივ მოსახლეობას აქვს უფლება საკუტარ სოფელში და უბანში თვითონ გადაწყვიტოს, რა იქნება და როგორ… სოფლის მოსახლეობამ შეაგროვა ხელმოწერები, სადაც პაროტესტებენ სოფელ ხევში ჰესის აშენების მცდელობას… ადგილობრივ მოსახლეობას აქვს უფლება ასაკუტარ სოფელში და უბანში თვითონ გადაწყვიტოს, რა იქნება და როგორ… სოფელ ხევში ჰესის მშენებლობის დაწყება, ან თუნდაც “კვლევებისათვის” მდინარის კალაპოტის ბეურღვის ნებისმიერი მცდელობა, ჩვენი, ხევის მოსახლეობისა და ხევიდაგ გამოსული ადამიანებისთვის იქნება აგრესია მოსახლეობაზე, ხალხის ნების უგულებელყოფა, კანონის დარღვევა და ამას არ დავუშვებთ… მივმართავთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს ბატონ ირაკლი კუჭავას და გუბერნატორის მოადგილეს, ბატონ აკაკი შენგელიას (ასევე გუბერნატორს), მივმართავთ საქართველოს მთავრობას – მხარი დაუჭირეთ ხალხს, მხარში ამოუდექით მოსახლეობას, ეს თქვენი ვალია.. ავანტიურისტმა კომპანიებმა ჯერ ხალხს უნდა ჰკითხონ ნებართვა და მერე უნდა წამოიწყონ პროექტები… სოფელ ხევის მოსახლეობის უმრავლესობისა და ხევიდან გამოსული ადამიანების დიდი ნაწილის სახელით – გაიოზ მამალაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ჩვენ უნდა ვაშენოთ, შევქმნათ ახალი ურთიერთობები“-ლადო კახაძის ახალი შეპირებები

  მთაწმინდის მაჟორიტარობისათვის  მეორე ტურში ლადო კახაძე და გიორგი შავგულიძე იბრძოლებენ. ლადო კახაზ ხელახლა მიმართავს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com