ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „არასრულწლოვან ლუკა სირაძეზე პოლიციაში ფსიქლოგიური ზეწოლა მოახდინეს და მშობლის გარშე 20 წუთი, ყოველგვარი ფსიქოლოგის გარშე იკითხებოდა, რაც კანონდარღვევაა“

„არასრულწლოვან ლუკა სირაძეზე პოლიციაში ფსიქლოგიური ზეწოლა მოახდინეს და მშობლის გარშე 20 წუთი, ყოველგვარი ფსიქოლოგის გარშე იკითხებოდა, რაც კანონდარღვევაა“

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განცახადა, რომ არასრულწლოვან ლუკა სირაძეზე პოლიციაში ფსიქლოგიური ზეწოლა მოახდინეს და მშობლის გარშე 20 წუთი, ყოველგვარი ფსიქოლოგის გარშე იკი თხებოდა, რაც კანონდარღვევაა;

„ფსიქოლოგი არც სკოლაში და არც პოლიციის განყოფილებაში ბავშვის გამოკითხვას პროცესს არ ესწრებოდა, ეს დადასტურებულად შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება ბავშვის განყოფილებაში მშობლის გარეშე ყოფნის ფაქტს, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მშობელი ტოვებს პოლიციის განყოფილებას და ბავშვი რჩება პოლიციის დაწესებულებაში მარტო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, გვაქვს შესაბამისი კამერების ჩანაწერები, თუ რა ხდება ბავშვთან მიმართებით. ეს არის მხოლოდ ვიდეოჩანაწერი, აკრძალულია სამუშაო სივრცეში აუდიო მოსმენა თანამშრომლების, ამიტომ ეს არც ერთ დაწესებულებაში არ ხდება და თუ ხდება, ამას რაიმე კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, შესაბამისად, არც პოლიციაში არ ხდება ყოველდღიური საქმიანობის აუდიოჩაწერა. ესაა მხოლოდ ვიდეო სამონიტორინგო კამერები, რომელიც დაყენებულია პოლიციაში“, – აღნიშნა თოლორაიამ.

კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, მშობელმა საკუთარი ნებით დატოვა პოლიციის შენობა თუ პოლიციის თანამშრომელთა მოთხოვნით, უპასუხა, რომ ეს პირდაპირი იძულება არ ყოფილა.

დასმული იქნა რამდენიმე კითხვა არასრულწლოვნისთვის, რომლის დეტალების დასაზუსტებლად მშობელს სჭირდებოდა გარკვეული მონაცემების სახლიდან მოტანა და სწორედ ამ მიზნით მშობელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადის პოლიციის დაწესებულებიდან, რათა სახლიდან მოიტანოს გარკვეული მონაცემები, რომელიც გამოძიებისთვის იყო საინტერესო. ანუ, იძულებით დაეტოვებინა ტერიტორია, პირდაპირი მნიშვნელობით, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით, თუმცა პოლიციის თხოვნის საფუძველზე დატოვა“, – აღნიშნა სახელმწიფო ინსპექტორმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს ქმრის ნახვის უფლებას არ აძლევს

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com