ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „არავინ ეკითხებოდა კონკრეტულ პიროვნებას, გადარიცხავდა თუ არა თანხებს მაშინდელი მმართველი პარტიის ანგარიშზე“ -გია ვოლსკი

„არავინ ეკითხებოდა კონკრეტულ პიროვნებას, გადარიცხავდა თუ არა თანხებს მაშინდელი მმართველი პარტიის ანგარიშზე“ -გია ვოლსკი

2012 წლის აგვისტოში არავინ ეკითხებოდა კონკრეტულ პიროვნებას, გადარიცხავდა თუ არა თანხებს მაშინდელი მმართველი პარტიის ანგარიშზე, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოსლკიმ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის მიხედვით, მამუკა ბახტაძემ 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობა“ 20 ათასი ლარის ოდენობით დააფინანსა
“2012 წლის აგვისტოში, არჩევნების წინ ის კონვეინური წესი მოქმედებდა, როდესაც არავინ ეკითხებოდა კონკრეტულ პიროვნებას, გადარიცხავდა თუ არა თანხებს მაშინდელი მმართველი პარტიის ანგარიშზე – მექანიკურად მიდიოდა საკმაოდ უხეში ჩამოჭრა შემოსავლებიდან. კონკრეტული მექანიზმი თუ როგორ კეთდებოდა ეს, შეუძლია თავად მამუკა ბახტაძემ განმარტოს. წინა ხელისუფლებას ასეთი მათრახით და კონვეინური წესით რომ ჰქონდა ფულის “ახევის“ მოქანიზმები ჩამოყალიბებული, ამიტომაც შეიცვალა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ 
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის აგვისტოში, არჩევნების წინ მამუკა ბახტაძემ “ნაციონალურ მოძრაობას“ 20 ათასი ლარი შესწირა. 
“ქართული ოცნების“ უმრავლესობამ ბახტაძე დღეს პრემირ-მინისტრის პოსტზე წარადგინა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“სტალინის გამო შემიძლია ტანკსაც შევუვარდე”-ემზარ კვიციანი

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ- ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა ,,მეტრონომის” ბლიც ინტერვიუში სტალინზე ისაუბრა. “სტალინი ჩემთვის იყო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com