ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / არ­ქი­მან­დრი­ტი ათა­ნა­სე კა­რა­ნა­ძე : „2006.წ. „ბენტლი“ ჩემი არაა, ეკუთვნის ჩემს ახლობელ ადამიანს“

არ­ქი­მან­დრი­ტი ათა­ნა­სე კა­რა­ნა­ძე : „2006.წ. „ბენტლი“ ჩემი არაა, ეკუთვნის ჩემს ახლობელ ადამიანს“

მე ჩემს გაკეთებულ საქმეებზე არასოდეს არ მილაპარაკია, მაგრამ იმდენი ზიზღი დავინახე არამარტო ჩემს მიმართ არამედ მთლიანი სამღვდელოების მიმართ, რისი ღირსნიც არ ვართ, – ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე არ­ქი­მან­დრი­ტი ათა­ნა­სე კა­რა­ნა­ძე წერს. არქიმანდრიტმა ვრცელი პოს­ტით  ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბს უპა­სუ­ხა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“მოგესალმებით ყველას, ჩემს facebook -ის მეგობრებსა და სრულიად facebook-ის მომხმარებლებს. გუშინ შუა-დღეს დაიდო ჩემი სურათები, სადაც მე რომპეტროლის ბენზინგასამართ სადგურზე მანქანაში ვზივარ და ვასხამ საწვავს. აღნიშნული მანქანა არის 2006.წ. Bentli, რომელიც ეკუთვნის ჩემს ახლობელ ადამიანს. თუნდაც ცნობისმოყვარეობის მიზნით, რომ დავმჯდარიყავი საჭესთან და მანქანა გამეტარებინა ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩემი კუთვნილებაა, ხვალ რომ PORSHE-ს საჭესთან დავჯდე ასევე ანალოგიური ცნობისმოყვარეობით, რომელიც ჩემს ბევრ ახლობელ ადამიანს ჰყავს. ე.ი ჩემიაა? 
ხალხო: ნუთუ ვერ ატყობთ, რომ ყველა რაღცნაირად გაბოროტებულია და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს, თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი და ერთი სული აქვს ვინმე რაიმეთი გააკრიტიკოს და მიწასთან გაასწოროს. ამ კატეგორია ის უფრო უხარია, რომ როცა წაქცეული ხარ მაშინ გითანაგრძნოს, ხოლო შენი სიხარული და წარმატება კი არად ადარდებს. მე ამას გულისტკივილით ვამბობ, ღმერთმა დამიფაროს ვინმეს წარმატება და კეთილდღეობა შემშურდეს. ისე ცნობისათვის, ვისაც დააინტერესებს ჩემი პიროვნება შეგიძლიათ facebook -ზე ნახოთ ჩემი მონასტერი და თუ გექნებათ სურვილი, შემდგომში მობრძანდეთ და ადგილზე დაათვალიეროთ და ნახოთ, რა იყო 6 წლის წინ და ამჟამად როგორ გამოიყურება და ეს ყველაფერი მადლობა ღმერთს ჩემი და ჩემი გვერდში მდგომი ადამიანების შრომის შედეგია. მოინახულეთ ფოკის მამათა მონასტერი, რომელიც ფარავანის ტბაზე მდებარეობს ზღვის დონიდან 2300 მეტრზე, ალპურ ზონაში სადაც აღვიკვეცე და 8 წელიო დავყავი, რა იყო 2004 წლამდე და შემდგომ როგორ გამშვენდა და კეთილმოეწყო. 
მე ჩემს გაკეთებულ საქმეებზე არასოდეს არ მილაპარაკია, მაგრამ იმდენი ზიზღი დავინახე არამარტო ჩემს მიმართ არამედ მთლიანი სამღვდელოების მიმართ, რისი ღირსნიც არ ვართ. ყველას თავის ცოდვას ღმერთი მოჰითხავს. 
მადლობა ღმერთ ყველაფრისათვის. ხალხმა მაცხოვარი განიკითხა და მე ვინ ვარ ვარ ცოდვილი. ღმერთმა დაგლოცოთ და განგამტკიცოთ რწმენაში. 
ქრისტესმიერი სიყვარულით არქიმანდრიტი ათანასე”, – წერს სა­სუ­ლი­ე­რო პირი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სალომე ზურაბიშვილი: „აუცილებელია საზღვრების დელიმიტაცია“(ვიდეო)

„აუცილებელია საზღვრების დელიმიტაცია, ორმხრივი კომისია აგრძელებს მუშაობას და ყველა საზღვრის დელიმიტაცია მოხდება და  გაირკვევა“- განაცხადა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com