ახალი ამბები
Home / Uncategorized / ნაპოვნია სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150-მდე ადამიანის ნეშტი

ნაპოვნია სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150-მდე ადამიანის ნეშტი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

 

 

 

 

ნაპოვნია სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150-მდე ადამიანის ნეშტი – ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა.

მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის ცნობით ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილ ადამიანებს 21 აპრილს, 15 საათზე დაკრძალავენ. საუბარია ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე ბაზის ტერიტორიის ნაწილზე, რომელიც დროებით სარგებლობაში საქართველოს საპატრიარქოზე იყო გადაცემული.

ეპარქიის ცნობით გაითხარა 4 სამაროვანი, 150-მდე ადამიანის ნეშტი კი შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, რამდენიმე თვის წინ, ამოასვენეს. სტალინური სიებით დახვრეტილ ადამიანებს შორის არიან, მოქალაქეები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საიდუმლო არქივიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ეპარქია ვრცელ სიას აქვეყნებს ფეისბუქ-გვერდზე. მათივე ცნობით მასალები პერიოდულად ქვეყნდებოდა გაზეთის „სრულიად არა საიდუმლოდ“ ფურცლებზე 1997–99 წლებში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მატროსოვის ციხე“ 1-ელი მაისიდან აღარ იარსებებს, ყველა ყოფილი საჯარო მოხელე განთავსებული იქნება #12-ე დაწესებულებაში

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში  „საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება, ყოფილი საჯარო მოხელე თუ ...