თუ პუტინთან ურთიერთობებს ვერ დავალაგებ, მაშინ მისი ყველაზე დიდი მტერი გავხდები, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩემი მიდგომა რუსეთთან მიმართებაში უფრო ხისტი და მკაცრია, ვიდრე ნებისმიერ სხვა პრეზიდენტს ჰქონია. გაიხსენეთ სანქციები, რომელიც რუსეთს დავუწესე, რუსი დიპლომატები, რომლებიც აშშ-დან გავაძევე. ამდენი რამ რუსეთთან მიმართებაში არავის გაუკეთებია“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპი თვლის, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება პრეზიდენტ პუტინთან პოზიტიური ამბავი იქნება.
„ თუ რუსეთთან ურთიერთობებს ვერ დავალაგებთ, მაშინ მე მისი ყველაზე დიდი მტერი ვიქნები“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.