ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ანზორ ქოქოლაძე: „ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდა სააკაშვილ -კეზერაშვილ- ხაზარაძის დანაშაულებრივ სქემა, რომლებმაც „ელიტ-ელიტრონიქსი“ წამართვეს- მოვითხოვ ჩემი ქონების დაბრუნებას“

ანზორ ქოქოლაძე: „ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდა სააკაშვილ -კეზერაშვილ- ხაზარაძის დანაშაულებრივ სქემა, რომლებმაც „ელიტ-ელიტრონიქსი“ წამართვეს- მოვითხოვ ჩემი ქონების დაბრუნებას“

 სააკაშვილის ხელისუფლების დროს წართმეული ქონება ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეს ჯერ კიდევ არ დაბრუნებია. ბიზნესმენის  კომპანია „ელიტ-ელიტრონიქსი “ ყოფილი ხელისუფლების თაღლითურ სქემას  შეეწირა. ანზორ ქოქოლაძე  საკუთარი ქონების „ელიტ-

ელიტრონიქსის“ დაბრუნებას ითხოვს და სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს.

ბილისის საქალაქო სასამართლოში ელიტ ელექტრონიქსის დამფუძნებლის, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი  გაიმართა. სასამართლოში დასრულდა წერილობით მტიცებულებათა გამოკვლევა და სასამართლო აგრძელებს ბრალდების მოწმეთა დაკითხვას.
ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეს სააკაშვილის ხელისუფლებამ 2011 წლის 13 დეკემებრს ბრალი წარუდგინა – სს-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/პ და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქ/პ -ით.
„წერილობითი მტიცებულებათა გამოკვლევით კიდევ ერთხელ აშკარად გამოვლინდა, რომ წარდგენილი ბრალდება იყო აბსოლიტურად უსაფუძვლო, სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან და მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებიოდა, სააკაშვილ, კეზერაშვილ ხაზარაძის ერთობლივი სქემით ელიტ- ელექტრონიქსის წართმევას და მიმართული იყო ჩემს დასაპატიმრებლად და გასაჩუმებლად. დარწმუნებული ვარ, ჩემს მიმართ წარდგენილ უსაფუძვლო ბრალდებებში პროკურატურაც და სასამართლოც დარწმუნდება და გამამართლებელი განაჩენი დადაგება ჩემს მიმართ . კიდევ ერთხელ დარწნმუნდება სასამართლო , პროკურატურა და საზოგადოება, რომ ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდა სააკაშვილ , კეზერაშვილ ხაზარაძის დანაშაულებრივ სქემა “-აცხადებს ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე.

ეთერ ბალაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მიმართვა ევროკავშირს- „მოგიწოდებთ ევროპის და შესაბამისად საქართველოს გადარჩენის მიზნით, აქტიურად ჩაერთოთ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“-ვაჟა კაკაბაძე

მიმართვა ევროკავშირს „ბიზანტიის იმპერიის დაშლამ, რადიკალურად შეამცირა დასავლეთ სახელმწიფოების გავლენა აღმოსავლეთ სახელმწიფოებზე, იგივე და, შესაძლოა, ...