ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ანზორ ქოქოლაძე: „სასამართლოზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა ჩემი უდანაშაულობა და ის ზეწოლები, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ბიზნესზე ახორციელებდა“…(ვიდეო)

ანზორ ქოქოლაძე: „სასამართლოზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა ჩემი უდანაშაულობა და ის ზეწოლები, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ბიზნესზე ახორციელებდა“…(ვიდეო)

 ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე სამართლიანობის აღდგენისათვის იბრძვის.თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიზნესმენის უდანაშაულობას. 20011 წელს სააკაშვილის რეჟიმის დროს ბიზნესმენს წაართვეს კომპანია „ელიტ-ელიტრონიქსი“ და დააკავეს. სააკაშვილ-კეზერაშვილ-ხაზარაძის მიერ განხორციელდა თაღლითური გარიგება, რასაც ბიზნესმენზე ზეწოლა და ბიზნესის წართმვა მოჰყვა.
ანზორ ქოქოლაძე აცხადებს,  ყველა მტკიცებულება მის უდანაშაულობას ამტკიცებს:
„ დღევანდელმა სასამართლო სხდომამ აჩვენა, თუ როგორ ხდებოდა ჩემს წინააღმდეგ ბრალდების შეთითხნა, ეს პროცესი კიდევ ერთხელ აჩვენებს არათუ ჩემს დანაშაულს, არამედ უდანაშაულობას.  დაიკითხა ერთ-ერთი  ჩემი პარტნიორი კომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის დროს, აიძულებდნენ ცრუ  ჩვენებების  მიცემას და ამის საფუძველზე  ცდილობდნენ დაემტკიცებინათ  ჩემთვის ბრალი. თუმცა ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს ჩემს წინააღმდეგ ან  რაიმე  ბრალდება, რომ  ჩემი მხრიდან სამართლებრივი ნორმა იქნა დარღვეული. ჩემს მიმართ ბრალდება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და დარწმუნებული ვარ,  სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
  ის ადამიანები, ვინც ასეთი ტიპის რეპრესიებს აწარმოებდნენ და  ბიზნესზე ზეწოლას ახდენდნენ კონკრეტული ადამიანების მიმართ, წამებით, ზეწოლით, რეპრესიებით და დაპატიმრებით,ისინი კვლავ ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას.
ვფიქრობ, საზოგადოებამ ამას პასუხი უნდა გასცეს, ეს არ არის მხოლოდ ანზორ ქოქოლაძის პრობლემა, ეს არის ათიათასობით ბიზნესმენის და ასიათასობით  ჩვენი მოქალაქეების პრობლემა, ვისზეც ხორციელდებოდა რეპრესიები, დაპატიმრებები და. აშ.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომსაქართველოში სისხლიანი რეჟიმი აღარ დაბრუნდეს “.
(იხ.ვიდეო)

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com