ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ანზორ ქოქოლაძე:„ სააკაშვილმა სისხლის გუბეები დააყენა, ხელისუფლება ვალდებულია, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას- დარწმუნებული ვარ, წართმეულ „ელიტ-ელიტრონიქს“ დავიბრუნებ“ (ვიდეო)

ანზორ ქოქოლაძე:„ სააკაშვილმა სისხლის გუბეები დააყენა, ხელისუფლება ვალდებულია, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას- დარწმუნებული ვარ, წართმეულ „ელიტ-ელიტრონიქს“ დავიბრუნებ“ (ვიდეო)

თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი.

სასამართლოში დასრულდა წერილობით მტიცებულებათა გამოკვლევა და სასამართლომ დაიწყო ბრალდების მოწმეთა დაკითხვა.დაკითხული ხუთივე მოწმე ადასტურებს ზეწოლას ფინანსური პოლიციის მხრიდან ანზორ ქოქოლაძის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მისაცემად 2011 წელს.


ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეს სააკაშვილის ხელისუფლებამ 2011 წლის 13 დეკემებრს ბრალი წარუდგინა – სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/პ და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქ/პ -ით.
წერილობითი მტიცებულებათა გამოკვლევით კიდევ ერთხელ აშკარად გამოვლინდა, რომ წარდგენილი ბრალდება იყო აბსოლიტურად უსაფუძვლო, სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან და მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებიოდა, სააკაშვილ, კეზერაშვილ ხაზარაძის ერთობლივი სქემით ელიტ ელექტრონიქსის წართმევას და მიმართული იყო ჩემს დასაპატიმრებლად და გასაჩუმებლად.

დარწმუნებული ვარ, ჩემს მიმართ წარდგენილ უსაფუძვლო ბრალდებებში პროკურატურაც და სასამართლოც დარწმუნდება და გამამართლებელი განაჩენი დადაგება ჩემს მიმართ . კიდევ ერთხელ დარწნმუნდება სასამართლო , პროკურატურა და საზოგადოება, რომ ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდა სააკაშვილ , კეზერაშვილ ხაზარაძის დანაშაულებრივ სქემა -აცხადებს ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვივუსი“-ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘VIVUS.GE” მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის სასესხო ვალდებულებების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დაახლოებით ორი კვირის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com