ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ანგი ხუციშვილი გამოკითხვაზე 26 სექტემბერს,12:00 საათზეა დაბარებული

ანგი ხუციშვილი გამოკითხვაზე 26 სექტემბერს,12:00 საათზეა დაბარებული

 

 გაბუნიას შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ინფორმაცია გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, ანგი ხუციშვილი გამოკითხვაზე 26 სექტემბერს,12:00 საათზეა დაბარებული.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული -მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“

„მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com