ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ანა დოლიძე:„ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ, ვაშაძე დათა ახალაიას, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილის შეწყალებას და სხვა ადამიანების დაბრუნებას აპირებს, რომლებიც მხილებული არიან რეალურ, აქტიურ, ფართომასშტაბიან უფლებების დარღვევებში…“

ანა დოლიძე:„ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ, ვაშაძე დათა ახალაიას, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილის შეწყალებას და სხვა ადამიანების დაბრუნებას აპირებს, რომლებიც მხილებული არიან რეალურ, აქტიურ, ფართომასშტაბიან უფლებების დარღვევებში…“

„ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო გრიგოლ ვაშაძე – ის არის პრობლემების მთელი პაკეტი”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

ეს პრობლემები არის დათა ახალაია, ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი – ადამიანები, რომლებიც მხილებული არიან რეალურ, აქტიურ, ფართომასშტაბიან უფლებების დარღვევებში. წაიკითხეთ მათივე პარტიაში მყოფი გიორგი ტუღუშის ანგარიშები, რომელიც თავის დროზე სახალხო დამცველი იყო. ვაშაძის პირობა იმისა, რომ ამ ადამიანებს შეიწყალებს და დააბრუნებს, ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში. ამის დაშვება არ შეიძლება და მე ეს მომავალი არ მომწონს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ“-ქიბარ ხალვაში

  ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ,,დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com