ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ანა დოლიძე:„ჩემსა და ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან დისკრიმინაციულ მიდგომას აქვს ადგილი“

ანა დოლიძე:„ჩემსა და ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან დისკრიმინაციულ მიდგომას აქვს ადგილი“

 

ნა დოლიძემ იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროს განაცხადა, მისი და ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ საბჭოს წევრების მხრიდან დისკრიმინაციულ მიდგომას აქვს ადგილი.

” მივმართავ სახალხო დამცველს, რომელიც არის ანტიდისკრიმინაციული კანონის ზედამხედველი ორგანო, დაიწყოს ამ თემის შესწავლა. მივმართავ არასამთავრობო სექტორს, ვართ ორი ქალი წევრი, ორივეს გვყავს მცირეწლოვანი შვილები, ეს არის დისკრიმინაციული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ პროტესტის ნიშნად უკვე მეორედ დატოვეს. საბჭოს არამოსამართლე წევრებსა და მოსამართლე წევრებს შორის კამათი ამჯერადაც მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროის გახანგრძლივებამ გამოიწვია.

დილიძემ და ჯანეზაშვილმა კოლეგებს შესთავაზეს, რომ კანდიდატ თამარ ზამბახიძესთან გასაუბრება ხვალისთვის გადაედოთ, ვინაიდან სამუშაო დრო ამოწურული და გვიანია. აღნიშნული პოზიცია საბჭოს დანარჩენმა წევრებმა არ გაიზიარეს, რის შემდეგაც დოლიძემ და ჯანეზაშვილმა გასაუბრების პროცედურა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ უნდა დაერბია“ -ნინო ბურჯანაძე

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ ...