ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ანა- ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის სასამართლო დავა შეწყდა

ანა- ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის სასამართლო დავა შეწყდა

 დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო ოჯახის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს განახლდა, თუმცა სასამართლო კოლეგიამ მალევე  განაცხადა, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სარჩელი უკან დაუბრუნდა.

 რატომღაც კოლეგიამ სარჩელი განუხილველად დატოვა.

მოსამართლე მაია გიგაურის განმარტებით, სარჩელზე ლეგიტიმური ინტერესი არ არსებობს.

სხდომას დავით ბაგრატიონ-მუხრანელი არ დასწრებია, რამდენადაც ცნობილია რამდენიმე დღის წინ, მან  საქართველო დატოვა და მოულოდნელად  ქვეყნიდან გაემზავრა. რაც შეეხება ანა-ბაგრიონ გრუზინსკის, ის დღვანდელ სასამართლო პროცესს დაესწრო.

სამართალდამცავი ორგანო იძიებს საქმეს, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტს ეხება, რომელიც 2014 წლის 9 მაისს საგურამოში მოხდა. როგორც ჩანს,  მხარეებს შორის რაიმე სახის მოლაპარაკება მოხდა, თუმცა ამ დრომდე არ ხმაურდება.

 სასამართლოში დავით ბაგრატიონს,    ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და მისი მამა ნუგზარი (უკვე ყოფილ სიძეს), უჩიოდნენ.

 თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო დავა  სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობდა.

 შეგახსენებთ, რომ ანა ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა. წყვილი ოფიციალურად 2016 წელს განქორწინდა.

  ნინი ბეთანელი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აშშ-მ და საუდის არაბეთმა რუსეთთან “ნერვების ომი” წააგეს

ორ კვირაში თითქმის 10 მილიონი უმუშევარი ამერიკაში – ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამას ემატება ფიქლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com