ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დრო წლის ბოლომდე მივცეთ, რათა შეასრულოს დროულად ეს ვალდებულებები“-მაია ცქიტიშვილი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დრო წლის ბოლომდე მივცეთ, რათა შეასრულოს დროულად ეს ვალდებულებები“-მაია ცქიტიშვილი

 

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გუშინ გვქონდა საშუალება, რომ მოგვესმინა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გადაწყვეტილებისთვის, რომ სამინისტროში არ წარედგინათ, როგორც საკუთარი კაპიტალის ნაწილში, ასევე ბანკებთან მიღწეული წერილობითი შეთანხმებები სესხის მობილიზების ნაწილში. ფაქტობრივად, გუშინ სამუშაო დღე დასრულდა ისეთი სახით, რომ კონსორციუმმა არ თუ ვერ შეასრულა შუალედური ვადით დადგენილი ვალდებულებები, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ უფლებით, გავწყვიტოთ ხელშეკრულება. გადავწვიტეთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დრო წლის ბოლომდე მივცეთ, რათა შეასრულოს დროულად ეს ვალდებულებები, რაც აქვს აღებული და ნაკისრი საინვესტიციო ხელშეკრულებით და წლის ბოლომდე მოახერხოს, როგორც საკუთარი კაპიტალის ნაწილში, ასევე ბანკებთან 400 მილიონი დოლარის მოზიდვის ნაწილში საკუთარი ვალდებულებების შესრულება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა ეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ბოლო შანსი, მაია ცქიტიშვილმა დადებითი პასუხი გასცა.

„მე ასე შევაფასებდი, რომ დიახ, ეს უნდა იყოს ბოლო შანსი, რადგან მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 2017 წლის აგვისტოს შემდეგ ვავადებთ ვალდებულებების შესრულებას და ეს უკვე მეექვსე გადავადებაა. ბოლო გადავადებით სწორედ, რომ წლის ბოლომდე ჰქონდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს დადგენილი ეს ვადა. ფაქტობრივად, უკვე ორი წლით გადავავადეთ ამ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტის შესრულება. ამდენად, ალბათ დაგვეთანხმებით და მგონია, რომ საზოგადოებაშიც უკვე არსებობს კონსენსუნსი, რომ ჩვენ უსასრულოდ ვერ მოვახდენთ გადავადებას“, – აღნიშნა მინისტრმა.

ამას გარდა, ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ვადის გახანგრძლივება რეალურად 2019 წლის ივნისში მოხდა.

„მკაფიოდ უნდა გავიგოთ, რომ ამ შემთხვევაში არ ვახანგრძლივებთ ვადას, ვადა იქნა გახანგრძლივებული 2019 წლის ივნისში, როდესაც ის გავახანგრძლივეთ წლის ბოლომდე. ამ ეტაპზე, მათ შორის ამ გახანგრძლივებითაც, გვქონდა დადგენილი შუალედური ვალდებულება, ვადა 15 ოქტომბერს, რომელიც ვერ შესრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ამავე შეთანხმებით გვქონდა უფლება, ამ ვადის შეუსრულებლობის შემთხვევაში გაგვეწყვიტა ხელშეკრულება, გადავწყვიტეთ, ამ უფლებით არ ვისარგებლოთ. ამდენად, ახლა გადავადებას კი არ აქვს ადგილი, არამედ ადგილი აქვს უბრალოდ ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის მიუხედავად არ მოხდეს ხელშეკრულების მოშლა“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში ყველამ პოლიტიკური სიმპატიები თუ ანტიპატიები გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო მტერს „კორონავირუსის“ გავრცელებას უნდა ვებრძოლოდ“-გიორგი თევზაძე

„დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში ყველამ პოლიტიკური სიმპატიები თუ ანტიპატიები გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო მტერს ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com