ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ამ ჩიხიდან გამოსავალი უნდა მოიძებნოს-როცა მართავ, შენ გეკისრება პასუხისმგებლობა“

„ამ ჩიხიდან გამოსავალი უნდა მოიძებნოს-როცა მართავ, შენ გეკისრება პასუხისმგებლობა“

პოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი ჩიხშია შესული, როგორ დამაავრდება მოლაპარაკება ამ დრომდე უცნობია,

„როცა მართავ, შენ გეკისრება პასუხისმგებლობა ყველაფერი მწყობრში იყოს. და იმის ნაწილი, რომ საქართველოში დღეს ყველაფერი მწყობრში იყოს, ხალხის პარლამენტში დაბრუნების და შეთანხმების მიღწევაა.

მე მესმის მიზეზები, რადგან პარლამენტის ზოგიერთ წევრს ვესაუბრე მელიას დაკავებაზე, თუმცა ეს არ შეუწყობს ხელს კომპრომისის მიღწევას, რომლის მხარდაჭერაც ოპოზიციას შეეძლება. ორივე მხარემ უნდა იფიქროს, რაზე შეუძლიათ კომპრომისი, რათა ამ ჩიხიდან გამოსავალი მოიძებნოს. ეს ჩიხი მხოლოდ ერთ ქვეყანას ეხმარება, რუსეთს და მის გავლენას და გრძელვადიანად ეს არაა საქართველოსთვის კარგი,ვეთანხმები სენატორ ჯიმ რიშს, რომ ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, რა უნდა იყოს საარჩევნო რეფორმა, რომელსაც ორივე მხარე ეთანხმება. ამას შეერთებული შტატები თუ ევროკავშირი ვერ უკარნახებს საქართველოს. ეს თავად უნდა გადაწყვიტონ“, – საქართველოში ოპოზიციამ და ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, რაზე შეუძლიათ კომპრომისი, რათა ჩიხიდან გამოსავალი მოიძებნოს. ეს ჩიხი მხოლოდ ერთ ქვეყანას ეხმარება, რუსეთს და მის გავლენას; გრძელვადიანად ეს არაა საქართველოსთვის კარგი, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს.განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

სენატორმა შაჰინმა მმართველ გუნდს პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა.

„ ახლა გვსურს ვიხილოთ, რომ მმართველმა და მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ მათი განსხვავებები გადალახონ. შეერთებული შტატები, ჩვენი საელჩო, ევროკავშირი და მათი წარმომადგენლები ეცდებიან მხარი დაუჭირონ ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას. თუმცა, თავად ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოაგვარებენ ამას“-გაბაცხადა შაჰინმა..

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მე-15 დღეა შიმშილობს- ძველებურად ვერ გამოიყურება,ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ“-გიული ალასანია

ემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ...