ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ამ შეთანხმებას ხელს არავინ მოაწერს“-ზურაბ ჯაფარიძე

„ამ შეთანხმებას ხელს არავინ მოაწერს“-ზურაბ ჯაფარიძე

თუ ჩვენ გვაინტერესებს, მოქალაქეებს უნდათ თუ არა ხელახალი არჩევნები, მაშინ მათ ეს კითხვა უნდა დაესვათ პირდაპირ. თუ შეფასებებში აცდენილი ვართ და ერთი მხარე, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იძახის, რომ არჩევნები არასწორად ჩატარდა და მეორე ნაწილი, „ოცნების“ მხარდამჭერები ამბობენ, რომ არჩევნები წესიერად ჩატარდა, ასეთ შემთხვევაში გამოსავალი არის პლებისციტის ჩატარება, ოღონდ კითხვა უნდა დაისვას პირდაპირ და არ შეიძლება ამ საკითხის მიბმა რაიმე სხვა ცვლადზე.რ მგონია, რომ ამ დოკუმენტზე ოპოზიციიდან ვინმემ ხელი მოაწეროს, მათ შორის იმიტომ, რომ იქ არის ორი პუნქტი, რომელიც ოპოზიციისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო – ეს არის პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული მუხლი და ხელახალი არჩევნების შესახებ პუნქტი, რაზეც უბრალოდ ჩანაწერია, რომ ვერ ვთანხმდებით წინა არჩევნების ჩატარების შეფასებასთან დაკავშირებით.“-პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციასა და ოცნებას შორის შეთანხმების დოკუმენტის შესახებ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მიკროფონის მძარცველი ქალბატონი წულუკიანი, არ ვიცი რაში იყენებს? ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას“

” იმ მიკროფონის ფასი 500 დოლარზე მეტია. წაიღო და არ ვიცი რაში იყენებს და ალბათ იყენებს, რაში ...