ახალი ამბები
Home / Uncategorized / „ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს“-გიორგი გახარია

„ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს“-გიორგი გახარია

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს“- ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ამ გლობალური პანდემიის ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ მსოფლიოში არ არსებობს არათუ რაიმე გაანალიზებული, დასაბუთებული მკურნალობის სტრატეგია, არ არსებობს ვაქცინა, არ არსებობს ზუსტ ანალიზზე დაფუძნებული პროგნოზებიც. დღეს არავინ არ იცის, ხვალ სამყარო და მსოფლიო როგორი იქნება როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით და ჩვენთვისაც ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა. ჩვენი ძირითადი ამოცანა, როდესაც კრიზისის პირისპირ მოგვიწია ასეთი გაურკვევლობის ძალიან მაღალ დონეში გარკვეული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, გარკვეულ მომენტში გახდა აუცილებლობა, რომ გადაგვედგა ისეთ ნაბიჯები, რომლებიც ამ კრიზისს ჩვენი ქვეყნისთვის აქცევდა პირველ რიგში შესაძლებლობად. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს“, – განაცხადა გახარიამ.


გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ოიკოფობიის ფსიქიური გადახრით შეპყრობილი ყველაზე შავბნელი ოჯახი საქართველოში ბინადრობს და მას ბოკერია-ჩერგოლეიშვილის წყვილი ეწოდება“-სანდრო ბრეგაძე

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში ოიკოფობია — ტერმინი ფსიქიატრიაში, რომელიც აღნიშნავს ყველაფერი მშობლიურის მიმართ ანტიპათიურ განწყობას !!! ...