ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ამხანაგმა კაკი ზოიძემ და მისმა მოადგილემ ამხანაგმა დიმა ხუნდაძემ პირდაპირ ეთერში ”Путин хуйлоооо! ла-ла-ла, ла-ла-лааааа» იმღერეს ….“

„ამხანაგმა კაკი ზოიძემ და მისმა მოადგილემ ამხანაგმა დიმა ხუნდაძემ პირდაპირ ეთერში ”Путин хуйлоооо! ла-ла-ла, ла-ла-лааааа» იმღერეს ….“

პარლამენტარი რომან გოცირიძე კვირის ამბებს  საკუთარ იუმორისტულ სტილში ასე მიმოიხილავს:
„პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ამხანაგმა კაკი ზოიძემ და მისმა მოადგილემ ამხანაგმა დიმა ხუნდაძემ რუსთავი ორიდან დროებით მოკვეთილ ჟურნალისტს, გიორგი(ჯორჯ) გაბუნიას სოლიდარობა გამოუცხადეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ”Путин хуйлоооо! ла-ла-ла, ла-ла-лааааа» იმღერეს. :)))
დიდი ამბები ხდება ”ოცნებაში”. ივანიშვილმა საგანგებო პოლიტსაბჭო მოიწვია.😱
****
ისტორიულად დამახინჯებული, ანტიქართული განცხადება რომ გააკეთა პუტინმა აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე, თურმე დიდი აღშფოთება გამოუწვევია ხელისუფლებაში. იქით ქ-ნ სალომეს ვერ აკავებენ და აქეთ ბ-ნი ბახტაძე გახდა თურმე დასაბმელი. ქუჩებში მოუწოდებენ ხალხს. 

მარშისტებმა, რაინდისტებმა და თანმდევმა მღვდლებმა შეწყვიტეს ”ლგბტ”პერსონების დევნა და მიმდევრებს მოუხმეს დინამოს სტადიონზე. ვერის ბაღში ვერ დავეტევით, ისე და იმდენს შეგვძულდა პუტინიო. ე.წ. ”პატრიოტებმა” თამარის დროშა გაშალეს, შეკრიბეს დიდუბეს ლაშქარი, მათაც დინამოს მიაშურეს და სასწრაფოდ გამოიხმეს უკან მოსკოვში მივლინებული დელეგაცია ქ-ნ ადა მარშანიას ხელმძღვანელობით.
-ბიძინამ გაზპრომის აქციები კალაძეს აჩუქა.

-გოგა ხაინდრავამ უფულოდ მოჰკიდა ხელის კამერას და ისტორიის ჟამთგადაღებას შეუდგა.

-რუსთავმა გაბუნიას სანქცია მოუხსნა.

-ხომ ვამბობდი, დიდი კაცია პუტინიო, ჩაილაპარაკა ნინო ბურჯანაძემ და ისიც მსვლელობას შეუერთდა.

-ამ დღეს ველოდით!!!

😍

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია, აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ტელეკომპანია აუცილებლად გმაოიყენებს გასაჩივრების შესაძლებლობას“-ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ერთპიროვნულად არ აღასრულოს ქიბარ ხალვაშისთვის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com