ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ამირან სალუქვაძე: „არ გვინდა MAP-ი, ამის გარეშე უნდა მიგვიღონ ნატოში, MAP-ი , შეიძლება , გაგრძელდეს როგორც 1 წელი,ასევე 10, 20 წელი. ესაა საფრთხის შემცველი…“

ამირან სალუქვაძე: „არ გვინდა MAP-ი, ამის გარეშე უნდა მიგვიღონ ნატოში, MAP-ი , შეიძლება , გაგრძელდეს როგორც 1 წელი,ასევე 10, 20 წელი. ესაა საფრთხის შემცველი…“

„ზოგი ფიქრობს, რომ არ არის MAP-ი საჭირო, ზოგი ფიქრობს, რომ საჭიროა. მე ვიქრობ, რომ MAP-ისთვის გვერდის ავლა უნდა მოგვერხერხებინა და კარგი იქნება, თუ გვერდის ავლა მოხერხდება, რადგან MAP-ი რუსეთისთვის ნიშნავს წითელ ხაზს. ანუ, თუ ისინი არიან იმ მოლოდინში, როგორც ჩვენ ვართ – რომ პროცესი 20 წელია გრძლდება და კიდევ გაგრძელდება. MAP-ის მონიჭება ნიშნავს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, საუბარი იქნება უკვე ვადებზე, მაგრამ საქართველოს არ ექნება სრულყოფილ გაწევრიანებამდე ნატოს თავდაცვა, ე.წ. ის მეხუთე მუხლი, რაზეც საუბრობენ ხოლმე. ეს პერიოდი MAP-იდან გაწევრიანებამდე იქნება ძალიან დიდი რისკის და საფრთხის შემცველი საქართველოსთვის.
MAP-ს რაც ეხება, გუშინ მე ისტორიებიც მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ MAP-ის გარეშე არ ხდება გაწევრიანება ნატო-ში. MAP-ი შემოიღეს 1999 წელს, მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ უკვე მოხდა პირველი გაფართოება და 3 სახელმწიფო: ჩეხეთი, პოლონეთი და უნგრეთი შევიდნენ MAP-ის გარეშე ნატო-ში.
MAP შემოიღეს ამ გაფართოების მაგალითზე. მაგალითმა დაანახა, რომ აუცილებელია, დახმარება ახალი წევრი ქვეყნებისათვის უამრავი მიმართულებით, ეს იქნება პოლიტიკური სფერო, თავდაცვა, ეკონომიკა და ა. შ. რომ ქვეყნებმა განახორციელონ სათანადო რეფორმები, დგება ყოველწლიური გეგმები და ამ გეგმების მიხედვით სახელმწიფოები ატარებენ რეფორმებს.

MAP-ი , შეიძლება , გაგრძელდეს როგორც 1 წელი,ასევე 10, 20 წელი. ესაა საფრთხის შემცველი. ანუ სტატუსი ემატება სახელმწიფოს, 100 %-ით ხდება გასაგები, რომ ჩვენ მართლა აუცილებლად გავხდებით ნატო-ს წევრი ქვეყანა, ასევე, არ იქნება ვადები გაცხადებული“- განაცხადა სალუქვაძემ.
ცნობისთვის, 11-12 ივლისს, ბრიუსელმა ნატო-ს სამიტს უმასპინძლა. ნატოს ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც 11 ივლისს გამოქვეყნდა, საქართველოსთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი MAP-ის, როგორც ნატოში ინტეგრაციის განუყოფელი პროცესის, საშუალებით.
ალიანსის გენერალური მდივანმა განაცხადა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება.
„საქართველო გახდება ნატოს წევრი. ალიანსის წევრებმა გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეს. ჩვენ თქვენთან ერთად გავაგრძელებთ წევრობისთვის მომზადებას.
ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავია თქვენი პროგრესი რეფორმებში და ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
დონალდ ტრამპის თქმით, “საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არა ახლა”. ტრამპს ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე ვრცლად არ უსაუბრია და მხოლოდ ამ პასუხით შემოიფარგლა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ფინეთში, დედაქალაქ ჰელსინკში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება

ფინეთში, დედაქალაქ ჰელსინკში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება. რუსეთის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com