ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ამიერიდან მეწარმეები ძროხების გადასახადსაც გადაიხდიან

ამიერიდან მეწარმეები ძროხების გადასახადსაც გადაიხდიან

 

 

 


ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიმარების“ – ქართველი კაცი ბრძენია და ვიმედოვნებ გამოსავალს იპოვის.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი ვაჟა კაკაბაძე.
როგორც ტელეკომპანია გურჯაანი იუწყება: „ახალი ვალდებულებები მესაქონლეებს – ოჯახებს, რომელთაც სახლში 2 ან მეი ძროხა ჰყავთ და ყველს და რძის ნაწარმს ყიდიან, 2020 წელს მეწარმე სუბიექტად დარეგისტირება და გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ. 
ამ რეგულაციების დაწესებას ქვეყანას ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს“.
ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირი და ბოლონიის ხელშეკრულება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას ავალდებულებს თორმეტწლიან სწავლებას, მაგრამ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს მინისტრმა მ. ბატიაშვილმა კარგი გამოსავალი იპოვა ამ მოთხოვნის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებისათვის (სკოლებში უნარები ჩასვა როგორც არჩევითი საგანი და ამით დატვირთა მეთორმეტე კლასი), მსგავსი მიდგომა უნდა გამოინახოს მესაქონლეების მიმართაც, თორემ სოფლის მეურნეობის ამ მიმართულებას დავკარგავთ. და, ჩემი მოსაზრებით, რა უნდა განხორციელდეს:
გადასახადები დაწესდეს იმ მესაქონლე გლეხზე ვისაც ეყოლება ხუთ ძროხაზე მეტი;
გამოუყენებელი მიწის ნაკვეთები ჩამოერთვათ მფლობელებს და გადაეცათ იმათ ვისაც ოც ძროხაზე მეტი ჰყავს, მეპატრონეზე მიწის ღირებულების ეტაპობრივი გადახდის და მიწის სხვა პირზე გაყიდვის აგრძალვის წესით;
ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად უნდა გამკაცრდეს რძის ნაწარმის ხარისხის შემოწმება.
დაბოლოს:
,,ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომსაც დაეტარების,
აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების;
არც ცხადი ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების;
ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების”
დავით გურამიშვილი

პატივისცემით, ვაჟა კაკაბაძე ‘

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს: „საოცარი ამბები ხდება საბანკო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com