ახალი ამბები
Home / Uncategorized / ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სასიყვარულო ისტორიები

ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სასიყვარულო ისტორიები

 

პრინცესა დაიანა _ ერთადერთი ქალი, ვინც ტრამპის სიყვარულს არ უპასუხა

   ამერიკის პრეზიდენტი, 71 წლის დონალდ ტრამპი, არა მხოლოდ წარმატებული ბიზნესმენი და პოლიტიკოსია, არამედ მას დიდი თავგადასავლები ჰქონდა სასიყვარულო ფრონტზეც _  სამი ცოლი, ხუთი შვილი    და        რვა შვილიშვილი,  აგრეთვე საყვარლები, მათ შორის  _ ადიულტერი  მსოფლიოს ნომერ პირველ ლამაზმანებთან (იგი ხომ წლების განმავლობაში “მის ამერიკის” და “მის სამყაროს” სილამაზის კონკურსების ორგანიზატორი იყო).

მოდით, მივყვეთ თანმიმდევრულად, თუ ვინ ვინ არის  ამერიკის 45-ე  პრეზიდენტის პირად ცხოვრებაში.

ტრამპის პირველი ცოლი,  ჩეხი ფოტომოდელი ივანა ზელნიჩკოვა ( 1977-1992 წლამდე),   ამჟამად 69 წლისაა. ივანა  სოციალისტურ ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა და გაიზარდა. 80-იან წლებში  კანადაში გა-

დავიდა, იქიდან კი _ აშშ-ში, სადაც სულ მალე თავბრუდამხვევი სამოდელო კარიერა გაიკეთა.  ჯერ იყო ტოპმოდელი, მერე კი ნიუ -იორკის მაღალ საზოგადოებას ტრამპის ცოლის სახით მოევლინა. ის იყო არა მარტო ცოლი, არამედ ტრამპის ბიზნესიმპერიის მმართველი, მეორე პირი. 90-იან წლებში, როცა ტრამპი, როგორც ბიზნესმენი, დიდების მწვერვალზე ავიდა, გაჩნდა ხმები, რომ ის მასზე 16 წლით უმცროს   ლამაზმანს ხვდებოდა _ მარლა მეიპლსს. ტრამპის ცოლმაც არ დააყოვნა,  ქმრისგან 25 მილიონი დოლარი  მიიღო და მარლას ადგილი გაუთავისუფლა. ტრამპს ივანასგან ჰყავს ქალიშვილი და ორი ვაჟი.

მეორედ ტრამპი 1993 წელს დაქორწინდა მსახიობ მარლა მეიპლსზე . მარლა ამჟამად 54 წლისაა. ეს  ქორწინება 1999 წლამდე გაგრძელდა. მარლაც სად არ იყო _ თამაშობდა კინოსა  და ბროდვეის მიუზიკლებში, მონაწილეობდა სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებში. მათი გაყრის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ  ქალებით ტრამპის  გატაცება იყო.  მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ.

მესამე ცოლი  48 წლის  მელანია  ტრამპი (კლაუსი), იუგოსლავიელი კომუნისტის ქალიშვილია. 18 წლის მელანიამ ხელი მოწერა იტალიის სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტს და დასავლეთში გადავიდა. სულ მალე კი,   ნიუ-იორკის მაღალი  მოდის ჩვენებაზე დონალდ ტრამპი გაიცნო. ტრამპი იმდროისათვის მეორე ქორწინებაში იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია,  სლავი ლამაზმანისთვის თვალი  დაედგა  (ტრამპს სლავი ქალების მიმართ განსაკუთრებული თბილი დამოკიდებულება აქვს).  2005 წელს ისინი დაქორწინდნენ.მელანია მთელი საპრეზიდენტო მარათონის განმავლობაში ქმრის გვერდით იდგა და აქტიურად მონაწილეობდა საპრეზიდენტო კამპანიაში. მელანიას და დონალდს ჰყავთ  ვაჟი, რომელიც ახლა 12 წლისაა.

ტრამპს, როგორც ლამაზი ქალების დიდ მოყვარულს, უამრავი საყვარელი და მეგობარი ქალი ჰყავდა.  მისი გატაცების ობიექტები ძირითადად მოდელები იყვნენ.  ბუნებრივია, ყველა მათგანს აქ ვერ ჩამოვთვლით, მხოლოდ რამდენიმე მათგანზე, ძალიან ცნობილ ქალებზე შევჩერდებით.

   ინგრიდ სეინჰეივი

ტრამპი მოდელ ინგრიდ სეინჰეივს ცოტა ხანი ხვდებოდა. მილიარდერს მასზე დაქორწინება არასდროს გადაუწყვეტია და არც ინგრიდი ახვევდა რაიმეს თავს. ინგრიდი და დონალდი დღემდე მეგობრობენ. რომანის სამახსოვროდ კი ინგრიდს უამრავი ძვირფასი საჩუქარი დარჩა.

                                                                                                      ვიქტორია ზდროკი

ჟურნალ “ფლეიბოის” უკრაინული წარმოშობის ამ მოდელმა ტრამპს იმდენი პრობლემა შეუქმნა, რომ მილიარდერი მასთან ურთიერთობის დაწყებას დიდხანს ნანობდა. გოგონას უამრავი კომპრომატი ჰქონდა ტრამპზე და პრესასთან ყოფილ საყვარელზე მუდმივად ჰყვებოდა სკანდალურ ამბებს.

    გაბრიელა საბატინი

ჩოგბურთის ვარსკვლავთან ტრამპის რომანი იმდენად ვნებიანი აღმოჩნდა, რომ დონალდმა  ამ ქალის ცოლად მოყვანა განიზრახა, თუმცა ურთიერთობა რატომღაც მალე დასრულდა.

                                               კარა იანგი

90-იანი წლების დასაწყისში ამერიკაში პოპულარული მოდელის, კარა იანგისა და დონალდ ტრამპის რომანი ძალიან ხმაურიანი იყო. დონალდის გულუხვობაზე კარას მიმართ მაშინ ლეგენდები დადიოდა, თუმცა ტრამპის  ეს გატაცებაც მალე დასრულდა.

კარლა ბრუნი

საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი ტრამპის მორიგი  სიყვარული იყო, თუმცა კარლას მანამდე და შემდგომაც უამრავი რომანი ჰქონდა, საბოლოოდ კი მაინც გახდა პირველი ლედი და ისიც  _  საფრანგეთის.

 

ქალების ამ მცირე ჩამონათვალს ტრამპის განსაკუთრებული სიყვარულით დავამთავრებთ. ეს        პრინცესა დაიანაა. ტრამპი ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ ერთადერთი ქალი, ვინც მას უარი უთხრა, ეს პრინცესა დაიანა იყო. პრინც ჩარლზთან დაშორების შემდეგ პრინცესას გვერდით დონალდი დაუდგა, მასზე ზრუნავდა და ყურადღების ცენტრში ჰყავდა. ამბობენ, რომ დაიანამ ტრამპს უარი დოდი ალ-ფაიედის გამო უთხრა, რომელიც ძალიან უყვარდა.

 

მოამზადა ლალი გაბუნიამ

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„კოვიდის ეს ტალღა, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ერჩის ბავშვებს- ჩვენი ბავშვები უნდა დავიცვათ, მათი ჯანმრთელობა“-გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსათვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ახალ დელტა შტამზე კომენტარს აკეთებს: „სამწუხაროდ, კოვიდის ეს ტალღა ამ ...