ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ამერიკის მოქალაქეები, ლორა და რაიან სმიტების ცხედრები მაშველებმა დუშეთის  მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში იპოვეს, მათი მკვლელობა და 4 წლის ბავშვის ცოცხლად დამარხვა 19 წლის მწყემსმა აღიარა

ამერიკის მოქალაქეები, ლორა და რაიან სმიტების ცხედრები მაშველებმა დუშეთის  მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში იპოვეს, მათი მკვლელობა და 4 წლის ბავშვის ცოცხლად დამარხვა 19 წლის მწყემსმა აღიარა

ამერიკის მოქალაქეები, ლორა და რაიან სმიტები,  რომელთა ცხედრებიც  მაშველებმა დუშეთის  მუნიციპალიტეტში ხადას ხეობაში იპოვეს, შესაძლოა, მოკლულები იყვნენ. მათი 4 წლის შვილს ამ დრომდე  ეძებენ. აღნიშნულ  ინფორმაციას reginfo.ge   ავრცელებს. მამაკაცის ცხედარს, რომელიც მაშველებმა ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, არაფერი ეცვა და დაზიანებები აღენიშნებოდა.

„მთის ამბების“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც სოფელ წკერესთან ახლოს, კარავში იყვნენ დაბანაკებული, ჩანჩქერთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე 19 წლის მწყემსმა მიაცილა, რომელიც ხადას ხეობის მცხოვრები არ არის.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შესაძლოა ქალის მიმართ ძალადობა გამხდარიყო, რასაც მისი ქმარი შეეწინააღმდეგა. დაზუსტებული ინფორმაციით, პოლიციას მწყემსი დაკითხვაზე ჰყავს გადაყვანილი.

ითხვაზე აღენიშნება თუ არა რაიან სმიტის ცხედარს დაზიანებები,შინაგან საქმეთა სამინისტრო  შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.

ხადას ხეობაში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების, ცოლ-ქმარ რაიან და ლორა სმიტების ცხედრები 6 და 7 ივლისს იპოვეს.

6 ივლისს, „112“-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

პოლიციელებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული ტურისტი ქალი, ავტომანქანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. რაიან სმიტის ცხედარი 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. იქვე ახლოს ნახეს მათი კუთვნილი ნივთებიც, ჩანთაც და ფულიც.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

რაიან სმიტი მეუღლესთან ერთად დაახლოებით 7 წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდა და აზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყო დაკავებული.

სოციალურ ქსელში წერენ, რომ რაიანი გამოცდილი მოგზაური იყო, მაგათ არაფერი არ დაემართებოდათ თუ რამე არ დაუშავესო. ,,ღმერთო მოვკვდი, რაიანი უსაყვარლესი, საქართველოზე შეყვარებული ადამიანი. იმდენ კარგ საქმეს აკეთებდა… ” _ აღნიშნავენ ფეისბუქმომხმარებლები.

ხადას ხეობის ტრაგედიის შესახებ forum.ge -ზეც არის ინფორმაციები:

,,ტელეფონზე მითხრეს, მეცხვარე ლენინგორელი პატარა ლაწირაკია, რომელსაც მთელი ხადა ენდობოდა. მას ჩაუდენია. მოტივი უცნობია, ბავშვი დამარხული ყოლია, მთელი ხადა გადაკეტილია. მარა მოკლავენ თუ ძალოვნებმა არ უშველეს ისევ”.

,, ახალგორელი მეცხვარეების მიერ დაქირავებული ასევე ახალგორელი მწყემსია ეჭვმიტანილი. ყველა გაოგნებულია მაგას არ ჩაიდენდაო არ ჯერა ხალხს. არადა აღიარა ყველაფერი”.

,,ხადელებს ჩამოუკიდიათ და თქვა ყველაფერი, ძალოვნებმა უნდა იმოქმედონ, რომ არ მოკლან”.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com