ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“-დავით ზალკალიანი

„ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“-დავით ზალკალიანი

„ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გახლავთ ის, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში, კონგრესმენმა რუნიმ ინიცირება გაუკეთა ახალ რეზოლუციას, რომელიც მკაფიოდ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს სირიის რეჟიმის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას. საქართველოს წარმოჩენილი არის, როგორც ლიდერი და ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში. ეს არის საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეზოლუცია.

ბუნებრივია, ჩვენ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გვქონდა საუბარი საქართველოს მხარდამჭერ აქტზე, რომელიც ხელმეორედ არის ინიცირებული და მან გასულ წელს მოიპოვა სრული მხარდაჭერა წარმომადგენლობით პალატაში, მსჯელობა გადაინაცვლებს სენატში და ჩემი შეხვედრები სენატში მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სენატის მხრიდანაც ამ რეზოლუციას ექნება ძალიან მკაფიო მხარდაჭერა.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს: „საოცარი ამბები ხდება საბანკო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com