ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ამბობენ, რომ ის იყო ტიპიური მჩაგვრელი – ე.წ. კუნთიანი ” ბეზპრიდელშიკი, “აბიჟნიკი,” რომელიც ბავშვების უმრავლესობას სძულდა და ყველას ყელში ჰყავდა ამოსული“-ირაკლი ზაქარეიშვილი

„ამბობენ, რომ ის იყო ტიპიური მჩაგვრელი – ე.წ. კუნთიანი ” ბეზპრიდელშიკი, “აბიჟნიკი,” რომელიც ბავშვების უმრავლესობას სძულდა და ყველას ყელში ჰყავდა ამოსული“-ირაკლი ზაქარეიშვილი

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი “ფეისბუქზე” პოსტს აქვეყნებს, რომელსაც თბილისი თუდეი უცვლელად გთავაზობთ:

“მე დავინტერესდი, თუ რატომ არ უდგანან მხარში ზაზა სარალიძეს დანარჩენი მშობლები, რატომ არავინ თანამშრომლობს გამოძიებასთან მისი შვილის მკვლელობის საქმეზე და რატომ დარჩა გამწარებული მშობელი ბრძოლაში მარტო. როგორც ამბობენ, ზაზა სარალიძის შვილი სისტემატიურად ძალავდა ფულს ბავშვებს და ამ საქმეში გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით. ამბობენ, რომ ის იყო ტიპიური მჩაგვრელი – ე.წ. კუნთიანი ” ბეზპრიდელშიკი, “აბიჟნიკი,” რომელიც ბავშვების უმრავლესობას სძულდა და ყველას ყელში ჰყავდა ამოსული. მის მიმართ ჩადენილ სისასტიკეს სწორედ აფექტის ამ მაპროვოცირებელ მოცემულობას უკავშირებენ. სხვათაშორის, რ2-ის სიუჟეტში ბრალდებული ამბობს, რომ კონფლიქტი განელდა და საქმე შერიგებისკენ იყო წასული, როდესაც სარალიძემ ერთ-ერთ ახალგაზრდას სახეში სიგარეტი ესროლაო. იმასაც ამბობენ – სარალიზე სუბელიანის ვაჟს დასამცირებლად ბეთხოვენას ეძახდა. იმ ავბედით დღეს, სკოლის ტუალეტში პნევმატური პისტოლეტიდან სუბელიანს რეზინის ტყვიები ესროლა, ხოლო შემდეგ საპირფარეშოში თავი ჩააყოფინა. ამის მერე დაზარალებულმა ბიჭმა დასახმარებლად დაურეკა თავის დეიდაშვილს და ატყდა ამბებიო…” – წერს ირაკლი ზაქარეიშვილი.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს- შენება არ უნდა შეჩერდეს არცერთი წამით“-გიორგი გახარია

„ველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს. შ.ენება არ უნდა შეჩერდეს არც ერთი ...