ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ალუ გამახარია: „სახალხო დიპლომატია ჯერ-ჯერობით ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი გამოსავალია“

ალუ გამახარია: „სახალხო დიპლომატია ჯერ-ჯერობით ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი გამოსავალია“

ალუ გამახარია: „სახალხო დიპლომატია ჯერ-ჯერობით ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი გამოსავალია“

რა პრობლემების წინაშე იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, როგორია სახელწმიფოს ხედვა, როლი და პოლიტიკა დეოკუპაციის და სახალხო დიპლომატიის მიმართ – ამ თემაზე სასაუბროდ geomediapress.ge ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ დამფუძნებელსა და დირექტორს ბატონ ალუ გამახარიას ქუთაისში შეხვდა.

–ბატონო ალუ, პირველ რიგში, თქვენი ორგანიზაციის შესახებ, რომ მოგვაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.

–ორგანიზაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“  10 წელზე მეტია, რაც შეიქმნა. ძირითიადი მისიაა დევნილი მოსახლოების ხელშეწყობა, რათა იშოვონ სამსახური,  საარსებო წყარო. ჩვენი ამბიცია იყო, რომ ამ ადამიანებს გაჩენოდათ საკუთარი შემოსავალი. ამისთვის მრავალი პროექტი განგვიხორციელებია. მაგალითად, ჩვენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, თერნალსა და მაღლაკს შორის მოვაწყვეთ დევნილების პატარა დასახლება. იქ 16 ხის სახლი ჩავდგით და ჩავასახლეთ დევნილები, თითოეულ ოჯახს გამოეყო 2,5 ათასი კვადრატი მიწა, ეს ფაქტი უკვეიძლეოდა საშუალებას იმისას, რომ მათ გაჩენოდათ საარსებო წყარო.  ზოგმა ეს შესაძლებლობაკარგად გამოიყენა, ზოგმა ვერა.   ამ ფაქტმა კიდევ უფრო მომცა სურვილი იმის, რომ გამეგრძელებია ამ ადამიანების შემოსავლის წყაროს ძიება.

— და რა გამოსავლი იპოვეთ?

–ეს ტერიტორია, სადაც ჩვენი ოფისია, ქარხნის ყოფილი შენობაა. ეს ადგილი კი აუქციონის შემდეგ არ გაიყიდა. მე კი,  მთავრობას ვუთხარი, რომ გამომიყავით შენობა და პროექტ ბიზნესინკუბატორს გავაკეთებ-მეთქი. გადმოგვეცა სახელმწიფო შენობა სარგებლობაში, ავიღეთ ეს შენობა ჩვენს მართვაში. აქ მოვიყვანე მცირე მეწარმეები, ისეთი ბიზნესმენები, რომლებმაც საქმე იციან და არ ჰქონდათ ფართი. დღეს 18-მდეკომპანია საქმიანობს ამ შენობაში და ამ კომპანიებს ჩვენ ვიყენებთ, როგორც ტექნიკურ ბაზას.  ამ საწარმოებში პერიოდულად სტაჟირებას გადის ყველა ის აფხაზი, ვისაც სურვილი აქვს, რომ აითვისოს შემოსავლის მომტანი, პროფესია და საქმე. არის შემთხვევები, როცა სტაჟირება დასაქმებით დასრულდა და ეს ფაქტი ჩვენ ძალიან გვახარებს.

— სახალხო დიპლომატიაზე მინდა გკითხოთ.  თქვენ, როგორც სფეროს სპეციალისტი, რა გარემოებებს მიიჩნევთ სახალხო დიპლომატიის გზით კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისთვის მთავარ ხელის შემშლელად?

–ვიტყოდი ასეთნაირად, სახალხო დიპლომატია ჯერ-ჯერობით ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი გამოსავალია, რომ ცოტა წინ წავიდეთ ქვეყნის გაერთიანების მიმართულებით და მოვშალოთ მტრის ხატია ფხაზებსა და ქართველებს შორის და ქართველებსა და ოსებს შორის. გადავიდეთ ურთიერთობებეზე, რომელსაც კარგი შედეგით დასრულება უწერია.   მთავრობას მიღებული აქვს დადგენილება „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“,  რომელიც მაქსიმალურად დეპოლიტიზებულია და ხელს უწყობს ადამიანების ეკონომიკურ ურთიერთობებს. ეს კარგი წინაპირობაა, მაგრამ ხელს უშლის აფხაზური მხარის განწყობა ნებისმიერი ქართული ინიციატივის მიმართ.  ის ხელისუფლება, რომელიც იქ მცხოვრებმა ადამიანებმა აირჩიეს, არ არიან დამოუკიდებლები საკუთარ გადაწყვეტილებებში. არაღიარებული ხელისუფლების დამოკიდებულება ხელს უშლის სახალხო დიპლტომატიას. არადა, თუნდაც მარტო გალის რაიონი რომ ავიღოთ, არის უზარმაზარი პოტენციალი საქმიანი აქტიურობისთვის.

–ამ ბარიერების მიუხედავად თუ ახერხებთ კომუნიკაციას აფხაზ კოლეგებთან?

–ჩვენი მაგალითი არის აბსოლუტურად აშკარა მაჩვენებელი იმისა, რომ მიუხედავად არსებული ბარიერებისა, ურთიერთობა შესაძლებელია. აფხაზი კოლეგები არიან მზად დიალოგისთვის.  ასევე საშუალო ფენასაც უნდა დიალოგი. ოღონდ ვინც შეხებაშია ე.წ. ხელისუფლებასთან, იმათ ეშინიათ ჩვენთან ღია ურთიერთობის და ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის – მით უფრო. საშუალო ფენას კი, რომლებსაც ნაკლებად აინტერესებს, ვინაა ხელისუფლებაში, ისინი მოდიან. ძირითადი საბაბი ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვლის არის მკურნალობა, მაგრამ ისინი ზოგჯერ ხუმრობენ  – ყოველთვის ავად არ ვართ,  მკურნალობის შემდეგ თქვენთან გვინდა საქმიანი საუბარიო. ბევრმა გამოთქვა სურვილი, „აწარმოე საქართველოში“-ს პროექტით დაინტერესებისკენ. ყველა, ვინც მოდის სამკურნალოდ, მაგიდაზე ვუდებ ინფორმაციას, რას სთავაზობს ხელისუფლება მათ. ვისაც აინტერესებს, ყველას ვეხმარებით.

–ბატონო ალუ, თქვენი ორგანზიაციის ვებ-გვერდზ ეგულდასმით გავეცანი ყველა იმ პროექტს, რომელიც თქვენ განგიხორციელებიათ.  ასევე თქვენს საიტზე პროექტი აფხაზ და ქართველ ენათმეცნიერებს შორის. ეს ნამდვილად განხორციელდა და, საინტერესოა, რა შედეგები მიიღეთ?

–ეს არის ლინგვისტური მიმართულების პროექტი. საიდუმლო არ არის, რომ ისეთ პატარა ენას, როგორიც აფხაზურია, ემუქრება უცხოური ტერმინოლოგიების გადავლა, ამიტომ ენის შენარჩუნების მიზნით არსებობს მთელი რიგი ტექნოლოგიები. გერმანელი და ქართველი მეცნიერების ნამუშევრების საფუძველზე აფხაზებს შესთავაზეს პროექტი – შეექმნათ ენის კორპუსი.  ბოლო შედეგი მთლად კარგად არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ინტერესი დიდი იყო და აფხაზების ჩართულობა იყო საკმაოდ ინტენსიური.

–როგორ უნდა გავიგოთ თქვენი ორგანიზაციის მიერ დეკლარირებული „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საქმიანი და სამოქალაქო პარტნიორობის“ დაწყება? რა მაგალითების მოყვანა შეგიძლიათ?

–ბოლომდე არ მინდ ვთქვა კონკრეტული მაგალითები, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი – ქართველი და აფხაზი, დავაკავშირეთ ერთმანეთს, რომლებიც დღესაც აგრძლეებენ საქმიან ურთიერთობებს. დავიწყეთ ე.წ. შოპ-ტურები. აფხაზეთიდან გადმოდიოდნენ ადამიანები, რომელბიც დაინტერესებულები იყვნენ ვაჭრობით, ჩვენ ვახევდრებდით მიკრო-ავტობუსს ენგურის საზღვარზე, ამ მანქნაში 20 კაცი ეტეოდა და პარიტეტს ვიცავდით, ტრანსპორტში თანაბრად გვყავდა აფხაზები და ქართველები. მთელი დღე მიკროავტობუსში იმყოფებოდნენ ერთად.  ჩვენ ან ბათუმში მივდიოდით, ან თბილისში ლილოს ბაზრობაზე ან კიდევ თურქეთში, მთელი დღე ურთიერთობდნენ ერთმანეთთან. შემდეგ ბევრმა ერთმანეთში დაინახა ინტერესი და შეთანხმდნენ, რომ ქართველი იყიდდა რაღაცას, მიაწვდიდა ფხაზს საზღვარზე და პირიქით.  მოკლედ, ძალიან კარგი საქმიანი ურთიერთობა აეწყო ბევრს.

–აფხაზეთთან და შიდა ქართლთან მიმართებით, თქვენი მიმდინარე პროექტებიდან რომლებს გამოყოფდით და კონკრეტულად რა შედეგებს ელით?

–პირველ ადგილზე დავაყენებდი სამედიცინო სერვისების მიწოდების პროექტს.  ამ პროექტში პოლიტიკური შემედგანელი მინიმუმამდე არის დაყვანილი. არის სუფთა ადამიანური, სოციალური მიმართულების და ამავე დროს ურთიერთობების და კეთილგანწყობის შექმნელი. სწორედ კეთილგანწყობიდან იწყება ნდობა. ამაზე მეტი ნდობა რა გინდა, როცა ის ძალიან ცუდად არის და სიცოცხლეს ანდობს ქართველ ექიმს?!

–ხომ, მაგრამ ამას სახელწმიფო აკეთებს,  თქვენი როლი რა არის ამ სერვისში?

— არის სახელმწიფო რეფერალური პროგრამა.   ჩინოვნიკები არიან თბილისში, გაჭირვებული ხალხი არის. აფხაზეთში როგორ მოხდება მათ შორის კომუნიკაცია?!  ჩინოვნიკი ქვემოთ არ ჩამოდის, აფხაზები სახელმწიფოსთან ურთიერთობას თავს არიდებენ, ამიტომ უნდა იყოს ორგანიზაცია, რომელიც მათ შორის კომუნკაციას დაამყარებს. თუ აფხაზეთიდან გვეტყვიან, რომ პაციენტია გადმოსაყვანი, ჩვენ მათ ვთხოვთ მონაცემებს, რა აწუხებს პაციენტს, თუ გადაუდებელია, ვახვედრებთ რეანომობილს ენგურის ხიდთან და მიგვყავს კლინიკაში. ფინანსები უკვე დაშვებულია პაციენტზე და იღებს უფასო სამედიცინო სერვისს. არის ასევე გეგმიური მიმართულების მკურნალობა.  ამას მთავრობა არ აფინანსებს, ამის ფულს ჩვენ ვშოულობთ და ჩვენს ანგარიშზე არსებული თანხებით ვეხმარებით.  ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევებიც.

–დასავლური ორგანიზაციების, ვგულისხმობ, დონორების მხარდაჭერა ხომ არ იწვევს რუსეთის მიერ წინააღმდეგობის გაწევას და ზეგავლენას თქვენი პროექტების საწინააღმდეგოდ?

–არ ვიცი, რამდენად ღიზიანდებიან, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ეს არ მოსწონთ. ამიტომაც იყო რუსეთის დუმის დონეზე გაცხადებული, რომ აფხაზ ხალხს გავუკეთეთ სამედიცინო დაზღვევა და ვუმკურმნალოთ ჩვენო. მაგრამ აფხაზების უმრაველსობას არ მოსწონს რუსეთში მკურნალობა, ამბობენ, კორუფციაა საშინელიო. დაზღვევა გვაქვს, მაგრამ ფულს გვთხოვს მაინც ექიმიო.

— და, საუბრის ბოლოს, რას ურჩევდით ხელისუფლებას?

–მოიხსნას ან შემცირდეს არსებული ბიურკორატიული ბარიერები. მათ მარტივად მიეცეთ ქართული პასპორტები. თუ ჩვენ გვინდა აფხაზები მოვაქციოთ ქართულ სამართლებრივ სივრცეში, პასპორტებიზაცია უნდა გაკეთდეს, მერე ფაქტის წინაშე დავაყენებთ რუსებს და ვეტყვით – აქ ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ და დაგვანებეთ თავი-თქო.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com