ახალი ამბები
Home / Uncategorized / ალეკო ელისაშვილი:„გუნ­დის შე­ნე­ბას ვი­წყებთ, ვე­ძებთ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რე­ბი და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბი ადა­მი­ა­ნებს“

ალეკო ელისაშვილი:„გუნ­დის შე­ნე­ბას ვი­წყებთ, ვე­ძებთ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რე­ბი და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბი ადა­მი­ა­ნებს“


 

ერთი კვირის    ახალი სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაცია შედგა,  რომელშიც  საზოგადოებისთვის  ცნობადი სახეები,  მათ შორის  თბილისის მერობის კანდიდატი ალე­კო ელი­საშ­ვილ­ი, ასევე  ლე­ვან იო­სე­ლი­ან­ი  ვატო სურ­გუ­ლა­ძე არიან გაერთიანებული. 

 ახალი  მოძრაობის წარმომადგენლებმა თა­ნა­მო­აზ­რე­ებს „სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბის“ ხედ­ვა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი გა­აც­ნეს.თუ ვინ იქნებიან ახალ მოძრაობაში და რა პრიორიტეტები აქვთ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან  შედარებით ამის შესახებ ალეკო ელისაშვილი ასეთ კომენტარს აკეთებს:

„ბრი­უ­სე­ლი­დან იყო კონ­ტაქ­ტი, აინ­ტე­რე­სებ­და, ვინ იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც უფუ­ლოდ თბი­ლის­ში მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და. რამ­დენ­ჯერ­მე მე და ჩემი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ბრი­უ­სელ­ში ჩა­ვე­დით, აქაც იყო დე­ლე­გა­ცია ჩა­მო­სუ­ლი და ევ­რო­პის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის ფონ­დის თა­ნად­გო­მა მი­ვი­ღეთ. ამ ეტაპ­ზე ფი­ლი­ა­ლე­ბი თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში და ქუ­თა­ის­ში გვექ­ნე­ბა, ვმუ­შა­ობთ სხვა რე­გი­ო­ნებ­ში ოფი­სე­ბის გახ­სნა­ზეც. რა­ტომ ახლა? იმი­ტომ, რომ ყვე­ლა ხე­დავს, რომ ეს ქვე­ყა­ნა იგ­ლი­ჯე­ბა ორ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბით. ერ­თმა­ნე­თის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლით ეს ძა­ლე­ბი იმ­დე­ნად გა­ერ­თნენ, რომ სა­ერ­თოდ და­ა­ვი­წყდათ ქვე­ყა­ნა და ხალ­ხი. ჩვე­ნი მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი არის ის, რომ ჩვენ მზა გუნ­დით კი არ ვი­წყებთ, არა­მედ, პი­რი­ქით, გუნ­დის შე­ნე­ბას ვი­წყებთ. ვე­ძებთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ორ კრი­ტე­რი­უმს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ – იყ­ვნენ სა­კუ­თარ საქ­მე­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რე­ბი და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბი. ცნო­ბა­დი სახე იქ­ნე­ბა თუ არა, სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს”, – გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული -მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“

„მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com