ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ალავიძე-ქუმსიშვილის კორუფციული სქემა, რომლებმაც 710 მილიონი ლარი „მოტეხეს“ (ვიდეო)

„ალავიძე-ქუმსიშვილის კორუფციული სქემა, რომლებმაც 710 მილიონი ლარი „მოტეხეს“ (ვიდეო)

დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ რომ ყოფილი მინისტრები დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საკითხზე გამოკითხეს. 

“მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე. გიდასტურებთ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას,”- ტაბულასთან ამბობს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი.

ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრთან გამოძიებას კითხვები სავარაუდოდ, გზების დეპარტამენტში დადებულ გარიგებებთან დაკავშირებით აქვს. ალავიძემ თანამდებობა 2018 წლის 30 მარტს დატოვა, მის ნაცვლად უწყების ხელმძღვანელად მაია ცქიტიშვილი დაინიშნა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა კი თანამდებობა უკანასკნელი სამთავრობო ცვლილებების დროს დატოვა. 

ქუმსიშვილი-ალავიძის საქმე

ქუმსიშვილი-ალავიძის საქმე – "კურიერის" ინფორმაციით, პროკურატურა 710 მილიონის ღირებულების პროექტისთვის ნასესხებ ფულს ეძებსრა გაარკვია "კურიერმა" ქუმსიშვილი-ალავიძის საქმეზე, დეტალურად ნახეთ ბმულზე http://rustavi2.ge/ka/news/109343

Posted by Rustavi 2 on ოთხშაბათი, 18 ივლისი, 2018

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული -მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“

„მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com