ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / აკაკი ზოიძე;„მე ვზურნავ იმაზე, რომ ადამიანებმა ცოტა მოწიონ ან თავი დაანებონ მოწევას“

აკაკი ზოიძე;„მე ვზურნავ იმაზე, რომ ადამიანებმა ცოტა მოწიონ ან თავი დაანებონ მოწევას“

„აქციზის ფასის ზრდის თაობაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოგვმართა, მე მივმართე მთავრობას და ახლა მთავრობის გადასაწყვეტია. მე, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გავახმოვანე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია. ფაასი არის თითქმის ერთადერთი ბარიერი, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ მოწევა არ დავიწყოთ. ჩვენთან ცამეტი წლის ადამიანები რეგულარულად ეწევიან და ეს კატასტროფაა. საერთოდ, ეპიდემიაა, როდესაც მოსახლეობის მესამედი ეწევა. აქციზი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლითაც ხდება პრევენცია.“, – განაცხადა ზოიძემ.

აკაკი ზოიძის განცხადებით  აქციზზე ფასის მატების ამოცანა არის არა ის, რომ ბიუჯეტში მეტი ფული შევიდეს, არამედ ის, რომ ა.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ აქციზის ფასი გასახვევ თამბაქოზეც გავზარდოთ. რეალურად მოიმატა აქციზის ფასმა ფილტრიანსა და უფილტრო თამბაქოზე, ახლა დარჩა გასახვევი თამბაქო, ე.წ საბითუმო თამბაქო, რომელზეც გადავიდა საზოგადოების ნაწილი, რადგან უფრო იაფი გამოდის.“აკაკი ზოიძის განცხადებით, მან გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია და საქართველოს მთავრობას გადასახვევ თამბაქოზე აქციზის ფასის გაზრდის თაობაზე მიმართა. ამის შესახებ ზოიძემ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რა ხდება ამ წუთებში ხურვალეთში-რუსები შემოვიდნენ და გავიდნენ

  „დილით ადრე შევძლებთ, რომ ბაღები დავათვალიეროთ. შესაბამისი სტრუქტურები ადასტურებენ, რომ რუსები გავიდნენ. დადასტურდა,რომ ქალბატონი ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com