ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “აი, საქართველო, რომელსაც არაფერს ეკითხებიან და რომელიც ყველაფერს ითმენს“

“აი, საქართველო, რომელსაც არაფერს ეკითხებიან და რომელიც ყველაფერს ითმენს“

 

გია გაჩეჩილაძის (“უცნობი”) ორგანიზებით აქცია ევროპის მოედანზე შეკრებით დაიწყო. გია გაჩეჩილაძემ თავდაპირველად 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა სახელები წაიკითხა. “აი, საქართველო, რომელსაც არაფერს ეკითხებიან და რომელიც ყველაფერს ითმენს.ევროპის მოედანზე” გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის “მდუმარე” აქცია ჩააარა.

“აი, საქართველო, რომელსაც არაფერს ეკითხებიან და რომელიც ყველაფერს ითმენს. აი, საქართველო, რომელიც თავის საყვარელ პატრიარქს პატივს სცემს და მიჰყვება. აი, დაგვინახეთ, დაინახოს ყველამ — ეს ჩვენ ვართ საქართველო”, — მიმართა გაჩეჩილაძემ ევროპის მოედანზე შეკრებილებს.

გაჩეჩილაძის თქმით, შეტევა ხორციელდება პატრიარქზე, ოჯახზე, სტუმარზე, ტრადიციაზე, ავტორიტეტზე და ეკლესიაზე. მან ილია მეორეს მადლობა ლექსად გადაუხადა და ბოდიში მოუხადა.

. აქციისთვის საჯარო მოხელეები, საკრებულოს, სსიპ-ებისა და ააიპ-ების თანამშროლმები, ასევე “კაი ბიჭები” თბილისში სამარშრუტო ტაქსებით ჩამოიყვანეს. მათი უმრავლესობა, “მთავარს” უდასტურებს, რომ საჯარო სამსახურებში არიან დასაქმებულები და აქციაზე მისვლით პატრიარქს უჭერენ მხარს. 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი გახარია:„ ივანიშვილს მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ?-თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება?“

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და ...