ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „აიფიემ კვლევების“ TOP-10-ში სს „ქართული ლუდის კომპანია“ ერთადერთი ქართული წარმოებაა

„აიფიემ კვლევების“ TOP-10-ში სს „ქართული ლუდის კომპანია“ ერთადერთი ქართული წარმოებაა

„აიფიემ კვლევების“ მიერ გამოქვეყნებულ TOP-10-ში სს „ქართული ლუდის კომპანია“ ერთადერთი ქართული წარმოებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ ადგილობრივ მწარმოებელ კომპანიებს შორის ლიდერია.

„კომპანიის თითოეული თანამშრომელი გამოთქვამს მზადყოფნას სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობაზე.

ამასთან, შიდა კორპორაციული კულტურა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ კომპანიის თვითოეულ თანამშრომელს გაცნობიერებული აქვს გუნდურად მუშაობის პრინციპის ყველა ნიუანსი და დადებითი მხარე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს კომპანიაში დასაქმებულთა თითქმის 70 % იძლებით გადაადგილებული პირია.

რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენი წარმოება თავად არის წარმატებული სოციალური პროექტი“ – აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძე. აღსანიშნავია, რომ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, ხშირად ხვდება „აიფიემ კვლევების“ მედია სტატისტიკის ფოკუსში, მისი აქტუალურობიდან გამომდინარე. გარდა იმისა, რომ ბიზნესის მიმართ საზოგადოების დაკვეთაა სოციალური პასუხისმგებლობის აღება, ვინაიდან საზოგადოებრივი სარგებლის ეფექტი ნამდვილად ახასიათებს, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნით ხორციელდება, მოგეხსენებათ, თუ რაოდენ კარგი რეკლამა და მარკეტინგული სვლაა სოციალური პასუხისმგებლობით შენიღბული აქტივობები, ბიზნეს კომპანიების საქმიანობისთვის. შესაბამისად, წლიდან წლამდე, ამ ტიპის ღონისძიებების, იდეების მედია გაშუქება, მეტად მოცულობითი ხდება”, – აცხადებენ „აიფიემში“. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ 2018 წელი კომპანიების კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ ყველა სხვა წელზე აღმატებუ ლი იქნება. დღეის მონაცემებით კი „აიფიემ კვლევების“ მიერ გამოქვეყნებული TOP-10 ასე გამოიყურება:

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი-ირაკლი გოგოლაძე-სოციალური დახმარება „პლიტის“ ჩართვის გამო მოუხსნეს,ის ძიმე მდგომარეობაშია“…(ვიდეო)

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი „ სასწრაფოდ !!! გაავრცელეთ ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ მთელმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com