ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ტაილანდში მაშველებმა ქხაო ლუანგის გამოქვაბულიდან 13 ადამიანიდან ორის ამოყვანა უკვე შეძლეს

ტაილანდში მაშველებმა ქხაო ლუანგის გამოქვაბულიდან 13 ადამიანიდან ორის ამოყვანა უკვე შეძლეს

ტაილანდში მაშველებმა ქხაო ლუანგის გამოქვაბულიდან 13 ადამიანიდან ორის ამოყვანა უკვე შეძლეს, რომლებიც იქ ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ორი ბიჭი პირველები აღმოჩნდნენ, რომლებიც მიწისქვეშეთიდან მიწის ზედაპირზე ამოიყვანეს. მათ ამისთვის 4 კილომეტრის გადალახვა მოუწიათ, რომ გამოქვაბულისგან თავი დაეღწიათ.

ასობით სამხედრო მოსამსახურე, მაშველები და მოხალისეები ქხაო ლუანგის გამოქვაბულის რაიონში მუშაობენ, სადაც იქ ბლოკირებული 12 ბავშვის და მათი საფეხბურთო მწვრთნელის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ყველა იმ ბუნებრივი წყალსადინარის გადაკეტვა მიმდინარეობს, რომლებიდანაც მთიდან ჩამომავალი წვიმის წყალი გამოქვაბულში ხვდება. 10-15 ადამიანისგან შემდგარი ბრიგადები წყალსადენების გადასაკეტად მთებში მუშაობენ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com