ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციის რემონტისთვის 2.5-მილიონი ლარი დაიხარჯება

ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციის რემონტისთვის 2.5-მილიონი ლარი დაიხარჯება

ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციის სარემონტო სამუშაოებისთვის 2.5-მილიონი ლარია გაწერილი, თუმცა მისივე თქმით, აღნიშნული თანხა საკმარისი არ იქნება.

„ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის, თუ რა დაჯდება მთლიანად რემონტი. დასრულდა გარკვეული ნაწილი, ხოლო გარკვეული ნაწილი კიდევ შესასრულებელია და დათვლის რეჟიმშია. ამაზე სრული პასუხის მოწოდება ერთი თვის ვადაში იქნება შესაძლებელი. 2-მილიონ ნახევარია გაწერილი ხარჯი, თუმცა ეს დასრულებისთვის საკმარისი არ იქნება. ალბათ, მინიმალური ნაწილი კიდევ დაემატება“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ანზორ ჩუბინიძემ.

კითხვაზე, რა ოდენობით მცირდება საბიუჯეტო თანხები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავლაბრის სასახლიდან ათონელზე მდებარე რეზიდენციაში გადასვლის შედეგად, ჩუბინიძემ განმარტა, რომ ამაზე პასუხის გაცემა გარკვეული დროის შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ათონელზე მდებარე შენობის შენახვის ხარჯი გამოჩნება.

“პასუხის გაცემა შესაძლებელია, თუ რა ჯდებოდა ავლაბრის რეზიდენციის შენახვა. ის თუ რა დაჯდება ათონელის რეზიდენცია, ამაზე პასუხის გაცემას დასჭირდება დრო“, – აცხადებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„საქართველოს დამოუკიდებლობა გარდაუვალია!”-“დღეს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com