ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს შესაძლოა პატიმრობა გირაოთი შეუცვალონ

ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს შესაძლოა პატიმრობა გირაოთი შეუცვალონ

 როგორც უკვე  ცნობილია, პროკურატურა ადვოკატ  ნაირა ოტიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ნაირა ოტიაშვილის მხარდასაჭერად მისი კოლეგები იკრიბებიან.

 „ადვოკატ ნაირა  ოტიაშვილის პატიმრობის მოთხოვნასთან დაკავშირებით პროკურატურამ  პოზიცია შეცვალა თუ არა ჯერჯერობით უცნობია,  რაც შეეხება გირაოს მოთხოვნას, თუ პროკურატურა პატიმრობასთან დაკავშირებით პოზიციას შეცვლის, ჩვენ ჩავთვლით, რომ ბრძოლა მაინც არ დაგვისრულებია, ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე, გამართლებამდე გავაგრძელებთ. 

მნიშვნელოვანია, ადვოკატი რომ გარეთ იქნება, მაგრამ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო შიგნით. მადლობას ვერ გადავუხდით, პატიმრობა გირაოთი თუ შეცვალეს. ისევ ნაწყენი ვართ და ბრძოლას ისევ გავაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, მოსამართლე მას აღკვეთის გარეშე დატოვებს, ნამცეცი ნამუსი მაინც თუ ექნება”, – ნაირა ოტიაშვილის უფლებადამცველი ონისე მარგიანი.

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის, ნაირა ოტიაშვილის უფლებადამცველი ონისე მარგიანი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს,

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა“-მამუკა ხაზარაძე

  საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com