ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი გამოთქვამს აღშფოთებას მოსამართლის მხრიდან ადვოკატების პროცესუალური უფლებების დარღვევის გამო და მიმართავს იუსტიციის საბჭოს შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი

ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი გამოთქვამს აღშფოთებას მოსამართლის მხრიდან ადვოკატების პროცესუალური უფლებების დარღვევის გამო და მიმართავს იუსტიციის საბჭოს შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი

ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი გამოთქვამს აღშფოთებას მოსამართლის მხრიდან ადვოკატების პროცესუალური უფლებების დარღვევის გამო და მიმართავს იუსტიციის საბჭოს შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი.
საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირმა გაავრცელა განცხადება რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამს და ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ქ. ჯაჭვაძის მიერ ადვოკატების გაიოზ ჩარკვიანის, გელა ტყეშელაშვილის, ბესარიონ ბოჭორიშვილის და ელგუჯა ჩხაიძის დაჯარიმებისა და სასამართლო დარბაზიდან გაძევების ფაქტთან დაკავშირებით რითაც დაირღვა ადვოკატის პროფესუალური უფლებები და ბრალდებულის დაცვის უფლება, ადვოკატებმა აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით განცხადებით მომართა საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელ პროფკავშირს და წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები , ადვოკატები თავიანთ განცხადებაში მიუთითებენ, რომ „ სასამართლო სხდომაზე ადვოკატების მხრიდან არანაირ უპატივცემულობას სასამართლოს რომელიმე ეტაპზე ადგილი არ ქონია. მოსამართლე, სხდომის დაწყებისთანავე პროკურორის მიმართ იჩერნდა ლოიალობას ხოლო ადვოკატების მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი და ეწეოდა ადვოკატების დისკრედიტაციას.მან სხდომაზე დაიწყო ადვოკატების უმიზეზოდ გაფრთხილებები და დაჯარიმების შიშით ადვოკატებზე ახდენდა ზეწოლას ზღუდავდა ადვოკატებს შეესრულებინათ თავიანთი მოვალეობა და დაესაბუთებინათ თავიანთი პოზიცია“ საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი აღნიშნავს, რომ მოსამართლის ასეთი დამოკიდებულებით შეიზღუდა არამარტო ადვოკატების უფლებები არამედ დაირღვა ბრალდებულის უფლებებიც და სამართლიანი სასამართლოს უფლება რაზედაც საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი და ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებში სამართლიან აღფოთებასა და უკმაყოფილებას იწვევს, მივმართავთ საქართველოს იუსტიციის საჭოს შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მიღოს ობიექტური გადაწყვეტილება, აღნიშნული საქმის მსვლელობაზე საზოგადოებრივ მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბოლო დროს როგორც ადვოკატები აღნიშნავენ ზოგიერთ მოსამართლეების მხრიდან ადგილი აქვს ადვოკატების მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციის მცდელობებს რაც აღმაშფოთებელია ამგვარი დამოკიდებულება და ხელს უშლის ქვეყანაში მართლსაჯულების განვითარებისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების განვითარებას. აღნიიშნულია საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Seen by Giorgi Tevzadze at 12:44

Eter
okk

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვივუსი“-ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘VIVUS.GE” მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის სასესხო ვალდებულებების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დაახლოებით ორი კვირის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com