ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ადვოკატებს პერანგს იძულებით ხდიან, ხსნიან ქამარს, ტანზე „უხერხულ ადგილებზე ამოწმებენ ხელით….“ რა ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლისას?- უფლებადამცველი გიორგი თევზაძე თეა წულუკიანს მიმართავს

„ადვოკატებს პერანგს იძულებით ხდიან, ხსნიან ქამარს, ტანზე „უხერხულ ადგილებზე ამოწმებენ ხელით….“ რა ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლისას?- უფლებადამცველი გიორგი თევზაძე თეა წულუკიანს მიმართავს

ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი მიმართავს იუსტიციის მინისტრს !
დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტებით და მიღოს გადაუდებელი შესაბამისი გადაწყვეტილება რათა შეწყდეს ასეთი დამოკიდებულება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლისას

უფლებადამცველი, საქათველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გიორგი თევზაძე, მიმართავს საქართველოს იუსტიციის მინისტს და აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღეა ადვოკატები სამართლიანად გამოთქვავენ აღშფოთებას მასზედ, რომ მათი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლისას „შემომწმებლები“ადვოკატებზე ახორციელებენ ზერელე დამოკიდებულებას და ატარებენ ისეთი სახით შემოწმებას (ჩხრეკას) რომელიც არ შეესაბამება არც კანონის და არც მორალურ პრინციპებს, განსაკუთრებით ხაზგასასმელია თბილისის N 8 დაწესებულება, სადაც ხდება ადვოკატის ისეთი ფორმით შემოწმება და ნივთების შენახვა, რომელიც ადვოკატებში სამართლიან აღშფოთებას იწვევს, კერძოდ; შესამოწმებელ ოთახში განლაგებულ შესანახ უჯრებს უმეტესობას არ აქვს ჩამკეტი, თუ შემსვლელ ადვოკატს აცვია პერანგი იძულებულს ხდიან რომ გაიხადოს, შემდეგ ხსნიან ქამარს, ტანზე მიდამოებში „უხერხულ ადგილებზე „ ამოწმებენ ხელით, ადვოკატებს ახსნევინებენ ადვოკატის ემბლემას რომელსაც ყველა ადვოკატი ატარებს სიამაყით, როგორც ადვოკატებისაგან ცნობილი გახდა ეს „შემომწმებლები“ ანალოგიურად ექცევიან სასჯელაღსულების ადმინისტრაციასაც დაწესებულებაში შესვლისას, რა ხდება ხომ არ უნდა ვივარაუდოთ რომ ახალი უწყება ადვოკატების მიმართ ახალ მიდგომებს აწესებს რაც შეუსაბამოა როგორც კანონის ასევე მორალურ მოთხოვნებთან. 
მივმართავთ იუსტიციის მინისტრს.!
დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტებით და მიღოს გადაუდებელი შესაბამისი გადაწყვეტილება რათა შეწყდეს ასეთი დამოკიდებულება ადვოკატების მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლისას , რომელიც პირველ ყოვლისა ჩრდილს აყენებს სახელმწიფოს დემოკრატიულ ღირებულებებს. ამათანავე გამოვდივართ ინიციატივით შეიქმნას შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, ადვოკატთა ასოციაციის, ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა ერთობლივი მონაწილეობით რომლებიც კომუნიკაციაში იქნებიან ერთმანეთან და ნებისმიერი სახის გადაცდომისა თუ შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის აუცილებლობის შენთხვევაში მოხდება სასწარაფო კომუნიკაცია ინფორმირება და საკითხის განხილვა გადაწყვეტა პირველი პირების დონეზე. აღნიშნულია საქათველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, გიორგი თევზაძის გავრცელებულ მიმართვა-განცხადებაში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვივუსი“-ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘VIVUS.GE” მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის სასესხო ვალდებულებების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დაახლოებით ორი კვირის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com