ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „..ადამიანს ისე არაფერი ამახინჯებს, როგორც ყალბი ბედნიერება!… თუ ბედნიერებას ვერ ინაწილებთ, უბედურებისგანაც თავი შეიკავეთ..“-მამა პეტრე

„..ადამიანს ისე არაფერი ამახინჯებს, როგორც ყალბი ბედნიერება!… თუ ბედნიერებას ვერ ინაწილებთ, უბედურებისგანაც თავი შეიკავეთ..“-მამა პეტრე

 

 

 რამდენი ყალბი ურთიერთობებია, განსაკუთრებით საქართველოს რეალობაში, არადა,  ეს რომ არ იყოს ალბათ ზოგიერთ „ბედნიერ“ ოჯახს  საფუძველი გამოეცლებოდა,  არადა  მოჩვენებითი ბედნიერებები სულ გვინადგურებს, ამის შესახებ მამა პტრე  სოციალურ ქსელში წერს:

„ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი… ძალით დარჩენას არ აქვს აზრი… უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის… ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმე მოგაქვს… ერთმანეთი არ გადაღალოთ... თუ ბედნიერებას ვერ ინაწილებთ, უბედურებისგანაც თავი შეიკავეთ... არ არის აუცილებელი მოჩვენებითი ურთიერთობები…

ზოგადად ურთიერთობა ყველაზე დიდი ხელოვნებაა… ცხადია, ეს ყველას არ შეუძლია…

იმისგან ნუ მოითხოვ უმაღლეს მათემატიკას, ვინც არითმეტიკა არ იცის… საერთო ენის გამონახვა არ არის მარტივი… აუცილებლად იპოვნი ისეთს, ვისთანაც ბევრი საუბარი არ დაგჭირდება და დუმილის ენითაც გაუგებთ ერთმანეთს…

თუ აქამდე ვერ გიპოვნია, მასთან შეხვედრის წუთები მომავალში გელოდება ნუ ჩაებღაუჭები მას, ვისთანაც არაფერი გაკავშირებს… არ გინდა სიცრუეში ცხოვრება… ადამიანს ისე არაფერი ამახინჯებს, როგორც ყალბი ბედნიერება!..“-წერს მამა პეტრე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აღკეთეთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა (ვიდეო)

Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com