ახალი ამბები
Home / 21 -ე საუკუნის თაობა / „ადამიანმა რა ტრაგედიაც არ უნდა გადაიტანოს, ცხოვრებას მაინც აგრძელებს…“-„გენიალური თამარა“- თეატრის ცოცხალი მემატიანე, მსახიობი თამარ სხირტლაძე 90 წლისაა (ვიდეო)

„ადამიანმა რა ტრაგედიაც არ უნდა გადაიტანოს, ცხოვრებას მაინც აგრძელებს…“-„გენიალური თამარა“- თეატრის ცოცხალი მემატიანე, მსახიობი თამარ სხირტლაძე 90 წლისაა (ვიდეო)

“ჩემი შვილი რომ ცუდად გახდა, ჩემი მეუღლე დარდისგან ლოგინად ჩავარდა… მე მაინც დავდიოდი თეატრში. შვილის სიკვდილზე უმძიმესი არაფერია, მაგრამ ადამიანმა რა ტრაგედიაც არ  უნდა გადაიტანოს, ცხოვრებას მაინც აგრძელებს… ჩემს დარდს სხვას არ მოვახვევ, ჩემი საქმე უნდა ვაკეთო… ან თავი უნდა მოიკლა, ან ღირსეულად იცხოვრო!”-თამარ სხირტლაძე.

70-მდე როლი ითამაშა სცენაზე. რამდენი უძილო ღამის ფასად იქმნებოდა მისი მაყვალა (მ. ბარათაშვილის “მარინე”), ლამაზისეული (ი. ჭავჭვაძის “კაცია-ადამიანი?!”), მზევინარი (ა. ყაზბეგის “მოძღვარი”), მაია (დ. კლდიაშვილის “უბედურება”), მისის პირსი (ბ. შოუს “პიგმალიონი”), გვირისტინე (პ. კაკაბაძის “კოლმეურნის ქორწინება”), გონერილა (უ. შექსპირის “მეფე ლირი”), ეკა (ო. იოსელიანის “ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“)კინოში გვიან (1971 წ.) გადაიღეს – ფაქტურას უწუნებდნენ: ქართველს არ ჰგავსო. მერე აქაც წარმატებით აეწყო მისი კარიერა, ითამაშა „მოსფილმში“, „ლენფილმში“, 40-მდე როლი ქართულ კინოში, მათ შორის: “წინაპართა მიწა” (დარია, 1979), “დღეს ღამე უთენებია” (მოხუცი ევა, 1983), “ადამიანთა სევდა” (1984), “ფესვები” (1987), “ზვარაკი” (1990), “ლუკას სახარება” (1998), “ნუცას სკოლა” (ნიკას დედა, 2000), “ჯართოსანი”(მართა, 2009), “გული+” (2011), “37-” (2012) და სხვა.

 

არჩილ კერესელიძე „გენიალურ თამარას“ ეძახდა; „მკაცრ ქალიშვილებში“ ფოსინეს როლით მოხიბლულმა იოსებ გრიშაშვილმა უთხრა: „შენ ძალიან მაგარი აქტრისა იქნები“; უშანგი ჩხეიძე ამბობდა, ის რიჟა გოგო ნიჭიერია

თამარ სხირტლაძე მარჯანიშვილის თეატრის ცოცხალი მემატიანეა, იმასაც მოესწრო, რომ ძველი თეატრის მსახიობების ნიკო გოცირიძისა და ელისაბედ ჩერქეზიშვილის გვერდითაც ეთამაშა; სცენაზე დგას დღესაც. ისევ ძლიერი და ენერგიული, შემტევი და მებრძოლი, ახალ როლზე მეოცნებე ახლაც, ამ ასაკშიც. რატომ?— ასეთია თამაშის ხელოვნების დაუწერელი კანონი — სანამ ცოცხალი ხარ, უნდა მოასწრო სხვადქცევა, უნდა გარდაისახო სხვად, რათა იპოვო საკუთარი თავი!

https://sputnik-georgia.com

90 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამო 03/04/2019

<3 საუკუნის ლეგენდა – ქალბატონი თამარ სხირტლაძე <3 ეს კადრები უკვე ისტორიულია 90 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამო 03/04/2019 – ტვ – რადიოს ერთგული მსმენელები -ს გვერდის ექსკლუზივი

Posted by ტვ – რადიოს ერთგული მსმენელები on ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2019

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აშშ-მ და საუდის არაბეთმა რუსეთთან “ნერვების ომი” წააგეს

ორ კვირაში თითქმის 10 მილიონი უმუშევარი ამერიკაში – ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამას ემატება ფიქლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com