ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ადამიანების ორგანოებით ვაჭრობაში  ეჭვმიტანილი `მფატრავი~ სანდრა“-რას წერენ სანდრა რულოვსის შესახებ 

„ადამიანების ორგანოებით ვაჭრობაში  ეჭვმიტანილი `მფატრავი~ სანდრა“-რას წერენ სანდრა რულოვსის შესახებ 

ფატრავი სანდრა~

„ადამიანების ორგანოებით ვაჭრობაში 
ეჭვმიტანილი `მფატრავი~ სანდრა “
ზუგდიდის მერობაზე კი არ უნდა იყრიდეს კენჭს, ციხეში უნდა იჯდეს!
ქეთევან ზარნაძე: ის შემზარავი ამბები, რასაც ამ წერილში წაიკითხავთ, სხვებისგან კი არ მაქვს გაგონილი, საკუთარ თავზე მაქვს გადატანილი.
ციხეში ყოფნისას, ექიმთა ჯგუფმა, რომელიც ციხეებში სანდრა რულოვსის პატრონაჟის ქვეშ ატარებდა სამედიცინო გამოკვლევებს, ტუბერკულოზის მოურჩენელი ფორმა (ფილტვის კიბო) დამიდგინა. თუმცა, კეთილი ადამიანების დახმარებით მოხერხდა, რომ თოდუას კლინიკაში მაგნიტორეზონანსული კვლევა ჩამიტარეს, სანამ გაირკვევა, რომ აბსოლუტურად ჯანსაღი ფილტვები მქონდა.
მსგავს სიტუაციაში არამარტო მე, არამედ კიდევ 11 პატიმარი ქალბატონი აღმოჩნდა, რომლებსაც სანდრა და მისი ბანდა `მკურნალობდა~, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მათ სამკურნალო არაფერი სჭირდათ…
მივმართავ საქართველოს პროკურატურას: დაუყოვნებლივ აღძარით სისხლის სამართლის საქმე სანდრა რულოვსის და იმ ექიმების მიმართ, რომლებმაც უამრავ ჯანმრთელ ადამიანს სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს, შემდეგ კი მიზანმიმართულად არასწორი მკურნალობით დააავადეს, დააინვალიდეს, სასიკვდილოდ გაიმეტეს.

საქართველოში `გასაფუჭებელი~ ჯერ კიდევ ბევრია, ამიტომ `მფატრავი~ სანდრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას – ის, რაც გადაურჩა ქმარს, უნდა გაანადგუროს ცოლმა, თუმცა, თავად, ქალბატონი სანდრა სულაც არ ყოფილა ისეთი ხელებსუფთა, როგორსაც მას ნაცები წარმოაჩენენ:
`მზად ვარ, ბრძოლაში შესვლისთვის. ძალიან მიხარია, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი თორმეტი პარტიის მანდატი მექნება~ – განაცხადა მან და რამოდენიმე დღეში `პოსტიც გამოაცხო~ – `დღეს ანაკლია და ლაზიკა მოვინახულე. მძიმეა უყურო ასე გაპარტახებულ დიდ პროექტს. მჯერა, რომ აუცილებლად გავაცოცხლებთ ლაზიკას იდეას და აქაურობას. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო საქართველოს ამ არაჩვეულებრივი მხარის – სამეგრელოს – განვითარება, არამედ მთელი საქართველოს წინსვლა.~
მრავალკურსებგავლილი სანდრა მალე მშენებლობის კურსებსაც გაივლის ალბათ, `გაპარტახებულ~ ქვეყანას `უშველოს~, მაგრამ მისი პატრონაჟით განხორციელებული პროგრამებით დასამარებულ, დაავადმყოფებულ ადამიანებს ვინ უშველის?
შეგახსენებთ, რომ სანდრა რულოვსი გაერთიანებული ერების ათასწლეულის განვითარების პროექტზე მუშაობდა, რომელიც დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის, – უკიდურესი სიღარიბით გამოწვეულ დაავადებების და ინფექციური დაავადების საკითხებს იკვლევდა.
2004 წლის ოქტომბრიდან სანდრა ელისაბედ რულოვსი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ რომელიც საქართველოში: – შიდსის, – ტუბერკულოზისა და – მალარიის `გლობალური ფონდის~ მიერ სოლიდური თანხით უზუნველყოფილ გეგმებს ახორციელებდა.ამავე დროს ის აღმოსავლეთ ევროპაში გლობალური თანამშრომლობა `შევაჩეროთ ტუბერკულოზის~ ელჩი იყო. სანდრა გახლდათ აგრეთვე შობადობის მომწესრიგებელი (`რეპროდუქციული~) ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო დაცვის უწყებასთან არსებობს. ის მართავდა უწყების სამინისტროს საქმიანობას ისეთ საკითხებში, როგორიცაა აცრები, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა. თუმცა სანდრას აღნიშნულ პერიოდში არანაირი სამედიცინო განათლება არ გააჩნდა. მან 2008 წელს საფერშლო კურსები გაიარა და ჯანდაცვის სფეროში~ ჩრდილოვანი~ მმართველის სადაავებიც უფრო მყარად ჩაიგდო ხელში…
წლების წინ სანდრას შავ საქმიანობასთან დაკავშირებით მყარ არგუმენტებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერილი გამოვაქვეყნე, რომელიც რამოდენიმე კვირის წინ `ტიფლის ნიუსმა~ ატვირთა თავის გვერდზე. ფრთებგაშლილი ნაცტროლები კომენტარებში წერილში მოყვანილ ფაქტებს სიცრუეს უწოდებენ და კითხულობენ თუ ეს სიმართლეა სანდრა რატომ არ მისცეს პასუხისგებაშიო?
მეც მაგას არ ვკითხულობ? ქალი, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს, ზუგდიდის მერობაზე იყრის კენჭს?
არ არის ეს უკიდურესი ცინიზმი?
რისი ბრალია ეს? რისი ბრალია და იმის, რომ მთავარ პროკურატურაში მყარად მოკალათებულ ადეიშვილის კადრებს 2012 წლის შემდგომ ვერცერთი მთავარი პროკურორი ვერ მოერია. ეტყობა სისხლით და ცოდვით ისე არიან ერთმანეთს შედუღებულები მხოლოდ სიკვდილი თუ დააცილებთ ერთმანეთს. მივმართავ მთავარ პროკურორს გამოიძიონ ეგრედწოდებული სანდრას პროგრამებით დაზარალებული ყოფილი პატიმრების აღძრული და შემდეგ შეჩერებული, `თაროზე შემოდებული~ საქმეები და დღეს არსებულ გაუგებრობას ნათელი მოეფინება. მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო და ობიექტური გამომძიებელი რომელსაც `მამხილებელი~ კომპრომატებით ვერ შეაშინებენ. `მიხეილუცოდველი~ გვარწმუნებს, რომ ადამიანებს ყველა ქვეყანაში კლავენ, მაგრამ არ მგონია ყველა ქვეყანაში მკვლელებს პრეზიდენტები მფარველობდნენ და მათი მეორე ნახევრები ორგანოებით ვაჭრობის, გაუმართლებელი ცდების და სხვა უბედურებებით იყვნენ დაკავებულები…
სანამ წლების წინ დაწერილ წერილს გაგაცნობთ შეგახსენებთ, რომ 2008 წელს ქალაქ თბილისის მერიისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის დაფინანსებით, სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით ამოქმედდა ეროვნული სკრინინგ ცენტრი და განხორციელება დაიწყო პროგრამამ, რომელმაც მიზნად დაისახა გარკვეული ასაკობრივი ჯგუფების ქალბატონებში ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის სიმსივნეების ადრეულ სტადიაში გამოკვლევა. ხოლო 2012 წლის დასაწყისში. საქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობისა და პრევენციის ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. რომლის გახსნაშიც ელჩი ჯონ ბასი, სანდრა რულოვსი, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნატა ავალიანი მონაწილეობდნენ.საელჩოს ცნობით, ოთხწლიან პროგრამას, რომელსაც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (UშAID) განახორციელა, აშშ-ის მთავრობამ 4.4 მილიონი დოლარით დააფინანსა.სწორედ 2012 წლიდან აღმოაჩნდათ სრულიად ჯანმრთელ პატიმრებს ტუბეტკულოზის უმძიმესი `მდერ~ და `ქსდეერ~ ფორმები რომელსაც ქიმიური პრეპარატებით მკურნალობდნენ და გადარჩენილ პატიმრებს დღესაც უამრავი ჯანმრთელობის პრობლემები დაუტოვა.

შემზარავი ფაქტები
სანდრა რულოვსის
დანაშაულებრივი
საქმიანობის შესახებ
სკრინინგ პროგრამა განსაკუთრებით მძიმედ აისახა ქალ პატიმრებზე, სანდრას `სიკვდილის~ სკრინინგ ავტომანქანები ქალთა კოლონიას ხშირად სტუმრობდნენ.
რომელიმე პატიმრისთვის მკურნალობის კურსის ჩატარების შესახებ არ მსმენია.
სამაგიეროდ ერთნაირი დიაგნოზით – კიბო. კიბოს საწყისი ეტაპით პატიმარი ქალბატონების უმრავლესობას სასწრაფო წესით მიაქანებდნენ საოპერაციოდ და აჭრიდნენ საშვილოსნოს დანამატებთან ერთად.
როცა აღნიშნულმა პროცესმა მასიური ხასიათი მიიღო პატიმარმა ქალებმა დიაგნოზების შედარების შემდგომ აღმოაჩინეს, რომ ყველას ერთი უბედურება ჭირდა. რასაკვირველია გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩატარებული ოპერაციებით სერიოზული თანხა მიედინებოდა ვიღაცის ყულაბაში, თუმცა მაინცდამაინც საშვილოსნოებით და საკვერცხეებით რომელ გველეშაპს კვებავდა სანდრა, დღემდე გაურკვეველია…
პატიმარი ქალები სანამ აღნიშნულ საკითხზე ფიქრობდნენ, გველეშაპმა `ყაურმა~ მოინდომა და ფილტვის ოპერაციების სერიაც დაიწყო… ჯანდაცვაში დიდძალი საგრანტო დაფინანსებები შემოდიოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებიდან, `გლობალ ფონდიდან~ , `იუესაიდიდან~ და ასე შემდეგ. ამ დაფინანსებებზე მაშინ ვერავის მიუწვდებოდა ხელი სანდრა რულოვსის ჩაურევლად. რაც უნდა გენიალური აზრი ან ინიციატივა ჰქონოდა ადამიანს, ჯანდაცვაში, გამორიცხული იყო გრანტი მიეღო, თუ იგი სანდრას ინტერესებშიც არ შედიოდა. მის გარშემო მყოფი არასამთავრობოები სისტემატურად ღებულობდნენ გრანტებს, არადა ფაქტი ის იყო, რომ ჯანდაცვაში საქმე უკან მიდიოდა და არა წინ.
სხვათა შორის, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, სანდრას ფავორიტს, სანდრო კვიტაშვილს და რამდენიმე პიროვნებასაც ჰქონდათ არასამთავრობო, რომელიც გრანტით ფინანსდებოდა. ეს არასამთავრობო გრანტებს უწყვეტად ღებულობდა, მაგრამ სინამდვილეში რას აკეთებდა, ან საერთოდ აკეთებდა თუ არა რამეს, ესეც არავინ იცოდა. ერთადერთი მაღალჩინოსანი ვინც ნაციონალების დროს, ამ სამინისტროდან ციხეში წავიდა, კოკა ფრუიძე იყო და მისი დაპატიმრების ერთ-ერთ რეალურ ვერსიად, სწორედ სანდრასთან მის უთანხმოებას ასახელებდნენ. სანდრას ინტერესები საავადმყოფოების პრივატიზაციის პროცესებშიც იდო და მათი ინტერესებიც ამ დროს გადაკვეთილა.
მართალია, ფრუიძე სრულიად სხვა ფაქტის გამო დააპატიმრეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩაუსაფრდნენ და…
`100 საავადმყოფოს~ პროექტთან დაკავშირებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი, დღემდე არ დაწყებულა. ამის გარკვევას თუ ოდესმე ვინმე დაიწყებს, იქ აუცილებლად ამოვარდება `ქველმოქმედი~ ექსლედის ინტერესები, მაგრამ სააკაშვილი ისეთ გონორზეა და ეს ხელისუფლებაც იმდენს აბედინებს, არა მგონია ეს რომ მოხდეს.
`ტუბერკულოზის პროგრამაც~ ხომ სანდრას სახელს უკავშირდებოდა. იგი საერთაშორისო ორგანიზაციაში ტუბერკულოზის პროგრამის წარმომადგენელი გახლდათ. საქართველოში ტუბერკულოზის მართვა რომ არ ხდებოდა ეგეც თვალნათელი იყო, რადგან ციხეებშიც და გარეთაც ტუბერკულოზი მძვინვარებდა და მისი პროფილაქტიკა და აღრიცხვა არ ხდებოდა.
ტუბერკულოზის ცენტრის გარემონტება დაავადებასთან ბრძოლის ერთი პატარა სეგმენტი იყო და მთავარი დანარჩენი გახლდათ. ისინი აცხადებდნენ, რომ ტუბერკულოზს ვერ, ან არ მართავდნენ, რადგან ის ატიპური ფორმები განვითარდა. ეს კი გამოიწვია არასწორმა მკურნალობამ და თანმხლებმა დაავადებებმა, რომელიც პროგრამის არასწორი მართვის შედეგი იყო. საქმე იმაში გახლდათ, რომ ატიპური ფორმების გამოვლენის დროს ტუბერკულოზის მკურნალობა უფასო აღარ იყო და დიახაც რომ აქ იყო `ძაღლის თავიც დამარხული~ , ანუ ყველაფრისგან ფული კეთდებოდა ხალხის გაუბედურების ხარჯზე და ამას ყველა კადრულობდა, მათ შორის, პირველი ლედიც. თუ ამ საქმეების გამოძიება და სიმართლის გარკვევა შეუძლებელია, ხელისუფლებამ ის მაინც გააკეთოს, რომ ასეთ ადამიანებს კიდევ არ აყრევინოს ხალხისთვის თვალში ნაცარი. ბოლოს და ბოლოს ამ თემებზე ლაპარაკით მაინც.
სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, ციხეებში პატიმართა სიკვდილიანობა, 2009 წელთან შედარებით, 50%-ით იყო გაზრდილი. სახალხო დამცველის ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობამ 2010 წელს 142 შეადგინა, როდესაც ეს მაჩვენებელი 2009 წელს 100-ზე ქვემოთ იყო.
სახალხო დამცველი პატიმართა გარდაცვალების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ტუბერკულიოზს ასახელებდა, ასევე გულსისხლძარღვთა და სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებს, მათ შორის ძალიან ბევრი გარდაცვლილ პატიმარს ტუბერკულიოზის გარდა ც ჰეპატიტი აღენიშნებოდა; ეს გაკვეთის შედეგებმა დაადასტურა. გიორგი ტუღუშის განცხადებით, ტუბერკულიოზთან დაკავშირებული პრობლემა გაღრმავდა არათუ მოგვარდა. სწორედ აღნიშნულ პერიოდში შემოაქვს სანდრას დოც და დოც+პროგრამა, ასევე 2010 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა `სიკვდილის ექსპორტს~ – როდესაც ფაქტიურად გარდაცვლილი პატიმრები სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაჰყავდათ. ძალიან ბევრი პატიმარი, რომელიც გაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ან პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან შეიძლება გზაში არ გარდაიცვალა, მაგრამ მაქსიმუმ ორი დღე იცოცხლა სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში. ეს მონაცემები დეტალურადაა ანგარიშში. იმავე ანგარიშში არაერთი სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლის გვარი და სახელია მითითებული, რომლებიც შემჩნეული იყვნენ პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობაში.ფილმში `ჰეროკრატია~ მეორე ნაწილი, ციხის ექიმის და ნაწამები პატიმრის შეხვედრით მთავრდება ექიმი ნაწამებ პაციენტს დაზიანებებს თვალნათლივ ხედავს, მაგრამ ფორმა 100-ში არ უფიქსირებს, სამაგიეროდ ეუბნება, რომ `ტუბი~ სინამდვილეში არა აქვს, მაგრამ სპეცზონაში უშვებს იმ იმედით, რომ იქ `აიკიდებს~ .
სანდრას `ბიზნესს~ ნაცხროვა `ნედლეულით~ დიდი მონდომებთ ამარაგებდა. აღნიშნულ პერიოდში პატიმრების რაოდენობა 25.000 ზე მეტი იყო აქედან 3.000 ქალი…საქართველოს და ქართველების `სიყვარულით~ დამდნარი წყვდიადის დედოფალი სანდრა 2010 წელს როცა პატიმრების რაოდენობამ და მათმა სიკვდილიანობის ციფრმა პიკს მიაღწია ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება და გზად პოლონეთში შეივლის (საინტერესოა ვის და რის ხარჯზე მოგზაურობდა განუწვეტლივ) ჯანდაცვის საკითხებზე საქართველო-ამერიკის ორმხრივ კონფერენციას დაესწრება, რომელიც საქართველოს პირველი ლედის თავმჯდომარეობით გაიმართა. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ 2011 წელს ქალთა რუსთავის მეხუთე დაწესებულებას ხათუნა კალმახელიძე სტუმრობდა `ბანდასთან~ ერთად იმ დღეს მინისტრს დაბადების დღე ქონია და `დაღლილი~ ხათუნა პარიზში `გაუტაცებია~ პრეზიდენტს. იქ როგორ მიულოცავდა დაბადების დღეს დაქანცულ მინისტრს ვინ იცის…მე სარწმუნო წყაროდან გავიგე ეს `სათუთი~ ამბავი, რომელსაც სანდრაც აუცილებლად გაიგებდა, თუმცა ნაკლებად შეიმჩნევდა ჯაშუშობა ხომ დიდ მსხვერპლს მოითხოვს… ასე რომ ჯანდაცვის საკითხებს საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზეც წლების განმავლობაში ექთანი გვიწყვიტავდა, ექთანი რომელსაც ქმარი ნაცელიტის მახინჯმანებს ლამის თავზე `იმასშვებოდა~ …2010 წლიდან 2012 წლამდე კარგად მომზადდა ნიადაგი სასჯელაღსრულების სისტემაში `ტუბის~ ახალი პროგრამით პატიმრების დასაჩმორებლად და დიდი თანხების გასათეთრებლად. ქონდა თუ არა პატიმრებს ტუბი მაინც აღრიცხავდნენ, რათა `დოცი ` და `დოც+~ პროგრამა წარმატებით შემოსულიყო ჩვენს ქვეყანაში სანდრას პატრონაჟით და ადამიანების გვამებზე და ძვლებზე სიარულით ათეულობით მილიონით შეევსო `ოჯახის~ ყულაბა. ცნობილია, რომ ტუბერკულოზის დაავადების საშიშროება იზრდება მაშინ, როდესაც იმუნიტეტი დასუსტებულია არასრულფასოვანი კვებით, სტრესებით, ქრონიკული დაავადებებით. ამიტომ ტუბერკულოზისგან დამცველი ძალების გასაძლიერებლად საჭიროა პირადი ჰიგიენის დაცვა, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვები, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა და ასე შემდეგ ასე, რომ ციხე და კოლონია ტუბერკულიოზის გასავრცელებლად და `სახეიროდ~ შესაფერისი ადგილი გახლდათ. 2012 წლის მაისში მედიის საშუალებით~ პიკასო ფერებში~ გავრცელდა ინფორმაცია თუ როგორ გახსნეს საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ახალი კორპუსი, სადაც თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი კლინიკა ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმის მქონე პაციენტებს მოემსახურებოდა.სიამაყით განაცხადეს, რომ ცენტრი ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებდა, რაც აუცილებელი იყო გადამდები დაავადებების გავრცელების შემცირებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. 97-საწოლიანი საავადმყოფო დაკომპლექტებული მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომელთაც ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმის მკურნალობაში სპეციალური გადამზადება გაიარეს. ასევე სიამაყით განაცხადეს, რომ საქართველოში რეზისტენტული ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამა ფუნქციონირებდა, რომლის ფარგლებშიც, დაავადების დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობა ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში პაციენტები უფასოდ ისარგებლებდნენ მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით და ყველაზე საინტერესო – ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის შენობის რეკონსტრუქცია `სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია – აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის~ ფარგლებში, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით დაფინანსდა. ტუბერკულოზით დაავადებების სტატისტიკამ-ციხეებში სანდრას გააქტიურების შემდეგ მოიმატა: 2010–895 შემთხვევა; 2011–800. 2012 წელს კი 457 შემთხვევა და აღნიშნულ ორ წელიწადში 284 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმარი, რომლებსაც სიკვდილის წინა დღეს ან რამდენიმე საათით ადრე უშვებდნენ, რომ მიცვალებული ნაკლებად `დაწეროდათ~
`მაღალკვალიფიციურ პერსონალს~ რომ გესტაპოს სკოლა გაატარეს ფაქტია მეც კარგად მახსოვს და მამაკაც პატიმრებსაც ემახსოვრებათ `მაღალკვალიფიციური პერსონალი~ თინა მახარაძე კოორდინატორი ` ტუბიდან~ რომელიც #6 დაწესებულებაში, დამწყვდეულ საკანში პატიმრებს `დოც+~ ფარგლებში `ქსდეარს~ ქიმიოთერაპიით `მკურნალობდა~ . წარმოუდგენელია ქიმიოთერაპიით მიყენებული ტკივილების აღწერა, უჰაერობაში, შესაბამისი კვების და ყურადღების გარეშე, გაუსაძლისი ტკივილით. სანდრას ექსპერიმენტს ციხე კოლონიაში თინა მახარაძე კურირებდა. მე პირადად მქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქონდათ მცდელობა ჩემი ინფიცირების. თუმცა ჯანმრთელი ორგანიზმის წყალობით გადავრჩი. მაშინდელი სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ასათიანი დაწესებულების დირექტორის კაბინეტში მარწმუნებდა რომ იქსდეარით ვიყავი ინფიცირებული არსებობდა ეპიდემიის საფრთხე და საჭირო იყო ჩემი იზოლაცია და სტაციონარში კვლევის გაგრძელება. მაშინ გამიჭირდა დამეჯერებია, რომ ადამიანები ვინც მიშას და სანდრას გვერდით იდგნენ მხოლოდ ცოფიანი მხეცის ინსტიქტით მოქმედებდნენ. გამივრცელეს დეზინფორმაცია რომ ჩემი დაავადება დაფრინავდა, რომ მქონდა ფილტვზე კიბო და რამოდენიმე დღის სიცოცხლე მქონდა დარჩენილი. ძნელია ადამიანმა წარმოიდგინოს ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ რა ემართება პატიმარს, ჯერ ერთი აღარც თავისუფლება უნდა, რადგან ოჯახის წევრები არ დააინფიციროს, ყოველდღიური ქიმიოთერაპიით დაუძლურებლ სხეულს, სულიც გათიშული აქვს და მისთვის ყველაფერი სულ ერთია იმ გაუსაძლისი ტკივილის გაყუჩების გარდა, რომელსაც წყვდიადის დედოფალი დატრეინინგებულ ვამპირების დახმარებით ექსპერიმენტების, გამდიდრების და მხეცური ჟინის დასაკმაყოფილებლად გაყენებს…მოკლედ მყისიერად აღმოვჩნდი სანდრას გახსნილ ნაქებ საავადმყოფოში სადაც პატიმრებისთვის სამი საკანი ყოფილ მორგის შენობაში იყო განთავსებული იქ, კიდევ ერთმა დატრეინინგებულმა ექიმმა გვარად (ერისთავმა) მომახსენა რომ დაავადება რომელიც მე მჭირდა არ იკურნებოდა შეიძლება ექვსი თვე მეცოცხლა, ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლებიც. თუმცა სამი წელი უპირობოდ უნდა მიმეღო ქიმიური პრეპარატები. მითხრა რომ ფილტვები უკვე დაშლის ფაზაში მქონდა…უფლებადამცველმა სალომე აბულაძემ საავადმყოფოში გადაყვანიდან მეორე დღესვე მომაკითხა და კატეგორიულად მოითხოვა თოდუას კლინიკაში ჩემი გაყვანა და მაგნიტორეზონანსული კვლევის ჩატარება, დიდი ბრძოლის შემდეგ გამიყვანეს. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არათუ ფილტვის კიბო ან ტუბერკულოზი, არამედ ჯანსაღზე ჯანსაღი ფილტვები მქონდა.

(გაგრძელება იქნება)
ქეთევან ზარნაძე

„საერთო გაზეთი“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„გამოკვლეული 1578 ბავშვიდან ტყვიის შემცველობა 650 ბავშვს აქვს მომატებული“-ამირან გამყრელიძე

 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბავშვებში ტყვიის შემხველობა მომატებულია:,„სახელმწიფო დააფინანსებს მათ შორის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com