ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / აგვისტოს ომის ქრონიკა- „შეწყვიტე, ომი ხომ სიკვდილის სადგომია“-19-20 წლის ბიჭები ომში გაღიმებული მიდიან-ეს ვიდეო ყველა ქართველმა უნდა ნახოს(video)

აგვისტოს ომის ქრონიკა- „შეწყვიტე, ომი ხომ სიკვდილის სადგომია“-19-20 წლის ბიჭები ომში გაღიმებული მიდიან-ეს ვიდეო ყველა ქართველმა უნდა ნახოს(video)

2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტსა და ქართულ ჯარს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. ომში რუსეთი ღიად 8 აგვისტოს ჩაერთო.

რუსებისა და ოსების გაერთიანებული სამხედრო შენაერთები ქართველებს ცხინვალში სამი დღე ებრძოდნენ. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის შემდეგ ქართულმა ჯარებმა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი დატოვეს. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით კონფლიქტის მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში _ 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა საქართველოს დასახლებული პუნქტების დაბომბვები და რუსი ჯარისკაცების თვითნებობები არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში. 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. 2008 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების ინფორმაციით აგვისტოს ომის დროს დაღუპულია: _ შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე; პოლიციის 16 თანამშრომელი; 188 მშვიდობიანი მოქალაქე.

  • 7 აგვისტოს დილის საათებში ცხინვალის რეგიონში  ინტენსიური სროლები ხორციელდება.  
  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო  აცხადებს პრესრელიზში, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 6 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს ტელეფონით ესაუბრა და რომ მათი „შეფასებები კონფლიქტის ზონაში არსებული დაძაბულობის შესახებ დაემთხვა“.
  • დილას ედუარდ კოკოითი ჯავის რაიონში  მიემგზავრება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შესახვედრად. 
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო  აცხადებს, რომ ქართული სოფლების, ნულის და ავნევის დაბომბვა დაახლოებით 12 საათისთვის განახლდა.    
  • აფხაზეთის ლიდერი, სერგეი ბაღაფში,  აცხადებს ედუარდ კოკოითისთან საუბრის შემდეგ, რომ „ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ბატალიონი შევიდა“ ცხინვალის რეგიონში.
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას  აქვეყნებს, სადაც როკის გვირაბის ერთობლივ მონიტორინგს და კონფლიქტის ზონაში ეუთოს დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდას, ასევე რუსეთზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.
  • ორი ქართველი სამშვიდობო  დაიღუპა და ხუთი დაიჭრა მას შემდეგ, რაც 14:00 საათზე სოფელ ავნევში მდებარე მათ საგუშაგოს სოფელ ხეთაგუროვოში განთავსებულმა სამხრეთ ოსეთის ძალებმა  ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად ქართული ჯავშანმანქანა განადგურდა.
  • საქართველოს ხელისუფლება იღებს ახალ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს საზღვრის მახლობლად განთავსებული რუსი სამხედროები  იღებენ ბრძანებას, რომ საქართველოს საზღვრისკენ დაძვრისთვის მოემზადონ. 14:30 საათზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გასცემს ბრძანებას, რომ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მყოფი სამხედრო ძალები ცხინვალის რეგიონისკენ დაიძრნენ.
  • ანატოლი ბარანკევიჩი – რუსი სამხედრო ოფიცერი, რომელიც ცხინვალის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა – საქართველოს „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის“ დაწყებაში  ადანაშაულებს.  
  • 18:40 საათზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილმა  აცხადებს პრესკონფერენციაზე, რომ საქართველომ გადაწყვიტა ცალმხრივად შეწყვიტოს ცეცხლი დაძაბულობის განმუხტვის მიზნით. იაკობაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ის რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურს, მარატ კულახმეტოვს შეხვდა. იგი ასევე აცხადებს, რომ ის ვერ უკავშირდება სამხრეთ ოსეთის მთავარ მომლაპარაკებელს, ბორის ჩოჩიევს.  
  • 19:10 საათზე თავის სატელევიზიო გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  ადასტურებს თბილისის განცხადებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს და რუსეთის ფედერაციას რიგ დათმობებს სთავაზობს.
  • რუსეთის მთავარი მომლაპარაკებელი იური პოპოვი  აცხადებს, რომ მიღწეულია შეთანხმება 8 აგვისტოს 13:00 საათზე მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა და დაახლოებით 20:30 საათზე  სოფელ ავნევს, შემდეგ  სოფელ ფრისს, მოგვიანებით კი  თამარაშენს და თბილისის მიერ კონტროლირებულ კონფლიქტის ზონის  სხვა სოფლებს ცეცხლი გაუხსნეს.
  • კიბერშეტევა, რომელიც მომდევნო დღეებში გაგრძელდა, საქართველოს წინააღმდეგ   დაიწყო და მის შედეგად რამდენიმე ქართულ სერვერსა და ინტერნეტ ტრაფიკზე გარე კონტროლი დამყარდა.
  • საქართველოს ხელმძღვანელობა  რწმუნდება დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე, რომ რუსულმა ძალებმა როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოჭრა დაიწყეს. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა სთხოვს საქართველოს ოფიციალურ პირებს არ დაუპირისპირდნენ რუს სამხედროებს.  
  • 23:35 საათზე პრეზიდენტი სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ შტაბს   უბრძანებს, რომ შეაჩერონ რუსეთის ფედერაციის რეგულარული შენაერთების გადაადგილება როკის გვირაბის გავლით ცხინვალის რეგიონში; მოახდინონ იმ საცეცხლე პოზიციების ნეიტრალიზება, საიდანაც იხსნებოდა ცეცხლი მშვიდობიანი მოქალაქეების, ქართველი სამშვიდობოების და პოლიციის წინააღმდეგ; დაიცვან ცხინვალის რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობა.  

https://www.imedi.ge/ge/video/41067/qronika-2000-saatze–7-agvisto-2019-tseli

https://www.imedi.ge/ge/video/14072/agvistos-omis-qronika

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“მოსკოველი მაყურებელი უნდა ვასიამოვნოთ”

“ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ შევძლებთ მოსკოველ მაყურებელს ვაჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი – ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი. არაჩვეულებრივი ...